📋 სარჩევი
თესალონიკელთა მიმართ ა
ესე ებისტოლჱ ათენით მიუწერა ნუგეშინის-ცემაჲ ჭირთა მოთმინებისათჳს, და რამეთუ ესმა, ვითარმედ მკუდართა ზედა წარმართულად იგლოვდეს, მიუწერა ესე ებისტოლჱ და მიავლინა ტიმოთჱ.
პავლესი: ჩუენ ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვენით მოსლვასა უფლისასა, ვერ მივეწიფენით შესუენებულთა (4,15).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ მაშინ რომელნიცა ცხოველნი იყვნენ, ვერ უსწრან წარდგომად წინაშე უფლისა მკუდართა მათ, რომელნი ბევრეულით წლითგან საფლავებსა შინა იყვნენ.
პავლესი: მკუდარნი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად (4,16).
თარგმანი: რამეთუ ქრისტეს მიერნი მკუდარნი პირველად აღდგენ, ხოლო ცხოველნი ღმრთისმოყუარენი ღრუბელთა აღტაცებულ იქმნენ. ცხოველნი იყვნენ, ვერ უსწრან წარდგომად წინაშე უფლისა მკუდართა მათ, რომელნი ბევრეულით წლითგან საფლავებსა შინა იყვნენ.
პავლესი: მკუდარნი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად (4,16).
თარგმანი: რამეთუ ქრისტეს მიერნი მკუდარნი პირველად აღდგენ, ხოლო ცხოველნი ღმრთისმოყუარენი ღრუბელთა აღტაცებულ იქმნენ.