მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 4

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

მოციქულისა: რომელთანი ღმერთმან დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი (4,4).

თარგმანი: არა თუ ღმერთმან დაუბრმნა, რაჲთა არა მოვიდენ სარწმუნოებად, არამედ თჳთ დაადგრეს ურწმუნოებასა. ღმერთმან დაუბრმნა, რაჲთა, ვიდრემდის იყვნეს ურწმუნოებასა შინა, ვერ ხედვიდენ საიდუმლოთა მათ ღმრთისათა.

მოციქულისა: რამეთუ მარადის ჩუენ ცხოველნი ესე (4,11).

თარგმანი: ჩუენ წინამძღუარნი ესე; რამეთუ ცხოველად ამას ადგილსა თავსა თჳსსა იტყჳს და სხუათა მათ მსგავსთა მისთა მოციქულთა.