მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 12

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: მარანთა (16,22).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ ასურულითა ენითა არს და გამოითარგმანების, ვითარმედ: "უფალი მოვიდა". რამეთუ თქუა რაჲ მოციქულმან, ვითარმედ — "რომელსა არა უყუარს უფალი იესუ ქრისტე, იყავნ შეჩუენებულ" (16,22), — ესევითარითა მჴურვალითა გულითა თქუა და სიყუარულითა უფლისაჲთა, რომელ მეყსეულად მიხედნა და იხილა უფალი, და მერმე ესეცა შესძინა, ვითარმედ: "აჰა, უფალი მოვიდა".