თავნი იაკობ მოციქულისა კათოლიკისანი
ა̂. მოთმინებისათჳს და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა და სიმდაბლისა მდიდართა მიმართ, რომელსა შინა იტყჳს ჩუენ შორის განჴურვებისა მისთჳს და მის მიერთა მათ ვნებათა, ვითარმედ არა ღმრთისაგან არს მიზეზი, არამედ, რაჲცა კეთილი არს ჩუენ შორის, იგი არს მის მიერ.
ბ̂. სიმშჳდისათჳს და სიწმიდისა და კეთილთა საქმეთათჳს; ნეტარებისათჳს მიცემისა; მეცნიერებისათჳს და წესიერად ზრახვისა.
გ̂. სიყუარულისათჳს თჳნიერ თუალთ-ხუმისა, მსგავსად შჯულისა.
დ̂. ვითარმედ არა სარწმუნოებითა ხოლო, არამედ საქმეთაგან, და არა საქმეთაგან ხოლო, არამედ ორ-კერძოვე განმართლდების კაცი.
ე̂. ვითარმედ წარმდები და უწესოჲ ენაჲ წარსწყმედს მომგებელსა მისსა, რომლისა დამჭირვაჲ ჯერ-არს საქებელად და სადიდებელად ღმრთისა; რომელსა შინა იტყჳს კეთილად ქცევისათჳს და უშფოთველობისა ურთიერთას. დიდების მოყუარებისათჳს კაცობრივსა ზედა სიბრძნესა, და საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს. და ვითარმედ დაჴსნილობისა და გემოთ-მოყუარებისა ჩუენისაგან იქმნებიან შურნი და შესმენანი, ჴდომანი და მტერობაჲ ღმრთისაჲ. და სინანულისათჳს კეთილისა და არა-განკითხვისათჳს მოყუსისა. ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ ღმრთისა მიერ იქნების წარმართებაჲ სლვათა კაცისათაჲ; რომელსა შინა იტყჳს ანგაჰრებისათჳს მდიდართაჲსა და საწუთოჲსა მის შუებისა მათისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისა და სულგრძელებისათჳს და მოთმინებისა ვნებათაჲსა. და ჭეშმარიტებისათჳს. და სწავლაჲ განთჳსებული, თითოეული სარგებელი სარწმუნოებით; და ვითარმედ ჯერ-არს შეწევნაჲ და მოსწრაფებაჲ საცხორებელად მოყუსისა.