მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასიტყვა - განმარტებაჲ კათოლიკეთაჲ

წიგნის მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

თარგმანებაჲ კათოლიკეთა ებისტოლეთაჲ

უწყებაჲ მიზეზსა იაკობის კათოლიკისასა

იაკობ თჳსსა მას კათოლიკესა დასწერს ათორმეტთა ტომთაგან განთესულთა მათ მიმართ, რომელთა ჰრწმენა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ, ხოლო მისწერს სამოძღურებელად ებისტოლესა ამას და ასწავებს განყოფილებისათჳს განსაცდელთაჲსა, თუ რომელი არს ღმრთისა მიერ, ანუ რომელი არს თჳსისა გულისაგან კაცთაჲსა, და ვითარმედ არა სიტყჳთ ხოლო, არამედ საქმით ჯერ-არს ჩუენებაჲ სარწმუნოებისაჲ, და ვითარმედ არა მსმენელნი სჯულისანი, არამედ მყოფელნი განმართლდებიან. და მდიდართათჳს ამცნებს, რაჲთა არა პატივ-სცემდენ მდიდარსა უფროჲს გლახაკისა ეკლესიასა შინა, არამედ რაჲთა უფროჲსღა ამხილებდენ ვითარცა ამპარტავანთა. და მერმე ნუგეშინის-სცემს ვნებულთა და ამცნებს მათ სულგრძელებად, ვიდრე მოსლვადმდე მსაჯულისა, და ასწავებს მოთმინებისა სიმაღლესა იობისგან და უბრძანებს უძლურთა ზედა მოწოდებად ხუცესთა, რაჲთა ულოცონ მათ, და რაჲთა მოსწრაფე იყვნენ მოქცევად შეცთომილთა ჭეშმარიტებად, და ვითარმედ არს ამისი სასყიდელი ღმრთისა მიერ შენდობაჲ ცოდვათაჲ, და ესრეთ აღასრულებს კათოლიკესა თჳსსა.