თავნი კორინთელთა ბ̂ ებისტოლისანი
ა̂. მადლობად შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ.
ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა, რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს.
გ̂. სულიერისა მის და საღმრთოჲსა სარგებელისა მისისათჳს, რომელნი ღირს იყვნენ, რომელთათჳს იტყჳს, ვითარმედ: წამებულ არს იგი ღმრთისა მიერ.
დ̂. სულიერისა მის მსახურებისა მისისათჳს სულისა მიერ, და დიდებისა უმაღლესისა უფროჲს შჯულისა.
ე̂. საღმრთოჲსა დიდებისათჳს და წმიდისა მოქალაქობისა, და ვითარმედ წმიდათა მიერ იცნობების.
ვ̂. უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა და განძარცუვისა მათისა და კუალად შემოსისა.
ზ̂. თჳსისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერისა.
ჱ̂. ქებაჲ კორინთელთა მორჩილებისა და სიყუარულისაჲ, რომლითა-იგი მხიარულ იქმნა.
თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მიცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა.
მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი, რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამას შეუდგს მხილებაჲ მათი და ღმრთისა მიერისა მისთჳს მისდა მიცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განმზადებაჲ მათი მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ.