მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასიტყვა - პავლე მოციქულისა წიგნი კორინთელთა მიმართ მეორე

წიგნის მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

უწყებაჲ მიზეზსა კორინთელთა მიმართ მეორისა ებისტოლისასა

მეორედ მიწერილსა ამას ებისტოლესა კორინთელთა მიმართსა მაკედონიაჲთ მისწერს ამის მიზეზისათჳს, რამეთუ შეიწყნარეს კორინთელთა პირველი ებისტოლე და შეწუხნეს ცოდვასა მას ზედა, რომელსა-იგი მამის ცოლი შეერთო, თუ ვითარ უგულებელს-ეყო ესევითარი იგი ცოდვაჲ, და რამეთუ აღიტაცებოდეს მათ მიერ, რომელნი-იგი იყვნეს მიზეზნი შფოთთა და ჴდომათანი, რაჲთა შეიტკბობდენ წერილსა შჯულისასა, და რაჲთა არარაჲთ უმეტეს შეერაცხოს ქრისტეს მიერი ესე მადლი; და ამის თანა საკჳრველად უჩნდეს და ერჩდეს მათ, რომელნი-იგი წინაშე პირსა იქადოდეს, და იყვნეს მსახურებისათჳს წმიდათაჲსა კეთილად მზრუნველ.

ამისთჳს მიუწერს მოციქული და პირველად აქებს მათ განჴდისათჳს მისისა, რომელმან-იგი უშჯულოებაჲ ქმნა, და რამეთუ ევედრნეს მისთჳს; და ვინაჲთგან შეინანა, უბრძანებს მათ შეწყნარებად მისსა; და მერმე ასწავებს შჯულისათჳს, და განჰყოფს წერილსა, და უჩუენებს, ვითარმედ არა წერილსა ხოლო შჯულისასა ჯერ-არს განცდაჲ, არამედ ძალსა და გონებასა წერილისასა საჴმარ არს გამოძიებაჲ, რამეთუ სიტყუათა შინა არს გონებაჲ სულისა წმიდისაჲ. და მერმე იტყჳს, ვითარმედ ქრისტეს მოსლვითა იქმნა ახალი დაბადებული, და არა ჯერ-არს ძუელისა მისებრ ცხორებაჲ, არამედ ვითარცა ახალსა დაბადებულსა შინა ყოვლით კერძო განახლებად, და ვითარმედ ამიერითგან უქმ არს წინადაცუეთაჲ; და მადლიერ არს მათდა მსახურებისათჳს, და უბრძანებს, რაჲთა უმეტესად შესძინებდენ და განამრავლებდენ, და ბრალეულ ჰყოფს წინაშე პირსა მოქადულთა, და წარმოიტყჳს მრავალთა მათ ჭირთა, რომელნი ქრისტესთჳს შეემთხვნეს მას; და მოიჴსენებს ჩუენებათა, რომელნი იხილნა, და სამოთხედ და ცად მესამედ აღტაცებასა, და ამცნებს, რაჲთა არა ცოდვიდენ, არამედ რაჲთა ინანდენ ცოდვილნი, და მადლობასა ზედა აღასრულებს ებისტოლესა.

ხოლო ებისტოლისა ამის უმრავლესი სიტყუაჲ არს თავისა თჳსისათჳს და კორინთელთა მიმართ და ცრუმოციქულთა, და ამათ სახეთაგან აღვალს სიტყუაჲ მადლისათჳს ღმრთისა და კეთილისა მოქალაქობისა და კეთილისა გონებისა და მოღუაწებისა და უპოარებისა, რაჲთა არა უყუარდენ საჴმარნი, და წარმატებისათჳს სათნოებისა და ქველისსაქმისათჳს სათნოჲსა და ცრუმოციქულთა ზუაობისათჳს და უკეთურებისა.