თავნი პეტრე მოციქულისაჲ პირველისა კათოლიკისანი
ა̂. ქრისტეს მიერ მეორედ შობისათჳს და მოთმინებისა განსაცდელთაჲსა და ცხორება-შემოსილისა სარწმუნოებისათჳს, წინაჲსწარ ქადაგებულისა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ.
ბ̂. სასოებისათჳს და სიწმიდისა. თანა-ნადებისა შვილებისა მისთჳს და კრძალულებით ცხორებისა.
გ̂. რაჲთა ღირსად შვილებისა ქრისტეს მიერისა ვცხონდებოდით და სარგებელისათჳს გარეშეთაჲსა დიდებად ღმრთისა.
დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათმოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა, რომელსა შინა იტყჳს მონათა დამორჩილებისათჳს და მოუმედგრებელისა ცხორებისა ქრისტეს ვნებათა მოჴსენებითა. დამორჩილებისათჳს ცოლთაჲსა ქმართა მიმართ და ერთობისა და ცხორებისა სულიერისა სახედ სარრაჲსა; და ქმარნი რაჲთა სიმშჳდით ცხონდებოდინ თჳსთა ცოლთა თანა და არა ამბოხებით; და ყოველთა მიმართ უმანკოებისა და მშჳდობისა, რომლისა სახედ თქუა ნოვეს ზე ღმრთისა იგი სულგრძელებაჲ, ხოლო ჩუენთჳს ნათლისღებისა მიერ ქრისტეს სიტკბოებაჲ.
ე̂. განშორებისათჳს ბოროტთა საქმეთაგან, და მოგებისათჳს სათნოებათაჲსა, და სულიერთა ნაყოფთა თითო-სახეობისაებრ მადლთაჲსა.
ვ̂. ვითარმედ ზიარებისათჳს ქრისტესისა სამართალ არს ძლევაჲ ბუნებითთა ვნებათაჲ და რაჲთა სასოებითა მისითა მოვითმენდეთ სხუათა მიერ მოწევნულთა ჭირთა.
ზ̂. მცნებისათჳს ხუცესთაჲსა, რაჲთა კეთილად იღუწიდენ სამწყსოთა, რომელსა შინა იტყჳს ყოველთავე ზოგად თითოეულისა მიმართ სიმდაბლისათჳს საძლეველად ეშმაკისა.
ჱ̂. ლოცვაჲ სისრულისათჳს მორწმუნეთაჲსა.