უწყებაჲ და სახე ძალისა და მიზეზისაჲ წმიდისა პეტრე მოციქულისა პირველისა კათოლიკისაჲ
ხოლო პეტრე პირველსა მას ებისტოლესა თჳსსა მიუწერს განთესულთა მათ ჰურიათაგან მორწმუნე-ქმნილთა უფლისა მიმართ იესუ ქრისტესა, და ვინაჲთგან ჰურიაობისაგან იჯმნეს, განამტკიცებს მათ. პირველად უკუე ასწავებს და უჩუენებს, ვითარმედ ქრისტეს მიმართ სარწმუნოებაჲ წინაჲსწარმეტყუელთა მიერ იქადაგა, და მათ მიერ მოესწავა სისხლითა მისითა გამოჴსნაჲ, და ვითარმედ მათდა წარმართთა ეხარა ყოველივე, რომლისათჳს სწადის ანგელოზთა ჭჳრობად. და მერმე განაზრახებს, რაჲთა ღირსად მჩინებელისა მის იქცეოდინ, და უბრძანებს, რაჲთა მეფეთა პატივ-სცემდენ, და რაჲთა მამანი და დედანი მშჳდობით და ცხონდებოდიან, და წესიერებისათჳს ასწავებს მცირედ, და მერმე აუწყებს, ვითარმედ ჯოჯოხეთსცა იქმნა ქრისტეს მიერ ქადაგებაჲ ცხორებისა და აღდგომისაჲ, რაჲთა პირველ დაძინებულნი იგი აღდგენ და ისაჯნენ ჴორცითა, ხოლო მადლითა მით აღდგომისაჲთა ეგნენ, და ვითარმედ ყოველთა აღსასრული მოწევნულ არს, და თანა-აც ყოველთა, რაჲთა მზა იყვნენ სიტყჳს-მიცემად მსაჯულისა, და ესრეთ აღასრულებს სიტყუასა თჳსსა.