📋 სარჩევი
თესალონიკელთა მიმართ ბ
ესე მიუწერა ჰრომით ამის მიზეზისათჳს, რამეთუ ვიეთნიმე თესალონიკლთაგანნი, უქმნი და უწესონი, მიმოვიდოდეს და ეტყოდეს ძმათა, ვითარმედ მოსლვაჲ უფლისაჲ ქმნილ არს და მეორედ არღარა იქმნების, და ეტყოდეს, ვითარმედ მოციქულიცა პავლჱ ესრეთვე იტყჳს და სულისა მიერ წმიდისა გუესმა ესე. და ესე ცნა მოციქულმან და მიუწერა ესე ებისტოლჱ.
პავლესი: ანუ აღმფოთნებით ნუცა სულითა, ნუცა სიტყჳთა, ნუცა გონებითა ამით, ვითარმცა ჩუენ მიერ (2,2).
თარგმანი: სულად ცრუ წინაჲსწარმთყუელთა სახელ-სდებს და სიტყუად — სწავლასა მათსა; და ეტყჳს: ნუ სცთებით მათ მიერ, ნუცა ჰგონებთ თუ მე ვიტყჳ მაგას სწავლასა.
პავლესი: ვიდრემდე მოიწიოს განდგომილება იგი პირველად (2,3).
თარგმანი: ანტესთჳს იტყჳს და მას უწესს განდგომილებად; ამისთჳს, რამეთუ მრავალნი წარწყმიდნეს; და კაცად ურჩულოებისად სახელ-სდებს, რამეთუ მრავალნი ბოროტნი ქმნნეს და აქმნიოს სხუათა და შვილად წარწყმედისად ყვნეს. ხოლო არა თუ ეშმაკი არს იგი, არამედ კაცი იყოს, შემწყნარებელი ყოველსა ეშმაკისა უკეთურებასა, ხოლო იყოს იგი მჴდომ და ტაძარნი წმიდათანი დაარღჳნეს და ბრძანებდეს ღმრთისა წილ თაყუანის-ცემად მისა, რამეთუ ქმნნეს სასწაულნი დიდ-დიდნი.
პავლესი: რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების ურჩულოებისაჲ (2,7).
თარგმანი: ნერონისთჳს იტყჳს, ვითარმედ სახე არს იგი ანტესი, რამეთუ მასცა ენება, რაჲთამცა ღმრთად აღიარეს იგი ერთა.
პავლესი: გარნა, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს, და მაშინ გამოჩნდეს ურჩულოჲ იგი (2,7-8).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ოდეს ესე მეუფებაჲ ჰრომთა და ბერძენთაჲ აღიჴოცოს, მაშინ იგი გამიჩნდეს, და ინებოს, რაჲთამცა კაცთაჲცა და ღმრთისაჲცა მთავრობაჲ მიიტაცა, რამეთუ, ვითარცა-იგი მეუფებაჲ ბაბილოვნელთაჲ დაიჴსნა სპარსთა მიერ და სპარსთაჲ — მაკედონელთა მიერ და მაკედონელთაჲ — ჰრომთა მიერ, ეგრეთვე ესე მეფობაჲ ეგოს, რამეთუ, დაღაცათუ საბერძნეთად მივიდეს, ესევე მეფობაჲ არს, და მერმე ესე მეფობაჲ დაჰჴსნას ანტე და მისი მეფობაჲ — ქრისტემან, და არღარა იყოს ქუეყანისა კაცთა მეფობაჲ.
პავლესი: ამისთჳს მოუვლინოს ღმერთმან შემწედ საცთურებისა (2,11).
თარგმანი: თუ "მოუვლინოს", ესე იგი არს, მიუშუას ყოფად საქმისა ამის, რაჲთა დაისაჯნენ, რომელთა არა ინებეს რწმუნებად ჭეშმარიტი ქრისტე.