მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასიტყვა - თარგმანებაჲ ჰრომაელთა მიმართისა ებისტოლისაჲ

წიგნის მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

ხოლო წმიდაჲ და დიდებული მოციქული პავლე ჰრომაელთა მიმართ წარსცემს თჳსსა ებისტოლესა კორინთით. არღა ეხილვნეს იგინი, არამედ ასმიოდა სარწმუნოებაჲ მათი და სურვიელ იყო ხილვასა მათსა. და პირველად აქებს სარწმუნოებასა მათსა, ვითარცა განთქუმულსა ყოვლით კერძო, და მერმე აუწყებს, ვითარმედ მრავალგზის ინება მისლვაჲ მათდა სურვილით და აქამომდე ვერღარა უძლო.

და მიერითგან სამოძღურებელად შეჰმზადებს ებისტოლესა თჳსსა ჩინებისათჳს წარმართთაჲსა, და ვითარმედ წინადაცუეთაჲ ვიდრე ჟამამდე იყო და აწ დასცხრა, და ვითარმედ ქრისტეს მიერ დაიჴსნა შეცოდებაჲ ადამისი, და წარჴდა აჩრდილი იგი შჯულისაჲ, და ვითარმედ ჯეროვნად იქმნა წოდებაჲ წარმართთაჲ.

და უჩუენებს, ვითარმედ ყოველთა კაცთა თანა არს ბუნებითი შჯული და თჳნიერ სწავლისა ძალ-უც ყოველთა ბუნებისაგან დაბადებულთაჲსა ცნობაჲ დამბადებელისა ღმრთისაჲ.

ვინაჲცა სამართლად ბრალეულ ჰყოფს პირველად წარმართთა, ვითარმედ ღმრთისა მიერ გამოეცხადა მათ დაბადებულთაგან სოფლისათა ცნობაჲ მისი და სამარადისოჲსა მის ძალისა მისისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ მისი, რომლისა მიერ ყოველივე შეიქმნა, და მათ ვერ იცნეს დაბადებულთაგან, ვითარმედ არს დამბადებელი მათი ღმერთი, არამედ დაბადებულნი ღმერთ ყვნეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა.

და მერმე ბრალეულ ჰყოფს ჰურიათა, ვითარცა გარდამავალთა შჯულისათა, უფროჲსღა გარდასლვითა მით, ვითარცა ღმრთისა შეურაცხისმყოფელთა, და ესრეთ ორთავე — ჰურიათა და წარმართთა —დიდად ბრალეულ ჰყოფს და ამხილებს უშჯულოებასა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ ყოველნივე სწორ იქმნეს, და ვითარცა სწორად ბრალეულნი, ორნივე მოქენე იყვნეს მჴსნელისა.

და ვინაჲთგან მადლი და გამოჴსნაჲ სწორებით იქმნა ჰურიათა მიმართ და წარმართთა, ჯეროვნად სადმე იქმნა წოდებაჲ წარმართთაჲ. და ვინაჲთგან ჩინებაჲ წარმართთაჲ იქმნა, სამართლად დასცხრა წინადაცუეთაჲ, და განქარდა აჩრდილი შჯულისაჲ.

რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: აბრაჰამ არა წინადაცუეთასა შინა, არამედ პირველ წინადაცუეთისა განმართლდა და ეწოდა აბრაჰამ, რამეთუ მამად მრავალთა ნათესავთა დაიდგინა მსგავსად სარწმუნოებისა მის წინადაუცუეთილებისა, და შემდგომად განმართლებისა მოიღო წინადაცუეთაჲ იგი ჴორცისაჲ, რაჲთა იყოს სასწაულად და მაუწყებელად ჴორციელად მისგან შობილთა მათ, ვითარმედ დაცხრომად სადმე არს ოდესმე წინადაცუეთაჲ იგი, რაჟამს წარმართნი იქმნენ შვილ აბრაჰამისა, რომელთა-იგი მოქალაქობამან იწყოს მსგავსად სარწმუნოებისა მის აბრაჰამისა, რომლითა განმართლდა, რაჟამს-იგი იყო წინადაცუეთილებასა შინა, და რამეთუ ამისთჳს ეწოდა აბრაჰამ.

და ვინაჲთგან უწყებული მოვიდა, მაუწყებელნი ჯეროვნად დადუმდეს. ხოლო უკუეთუ წარმართნი იიძულებიან წინადაცუეთად, დაეცადენ სახელიცა იგი აბრაჰამისი და ეწოდებოდენ აბრამ. ხოლო უკუეთუ ღმრთისა მიერ სახელ-ედვა აბრაჰამ, არა ჯერ-არს წინადაცუეთაჲ წარმართთაჲ და არცაღა მათი, რომელნი ჴორციელად ჰურიანი არიან, რაჲთა იყოს სახელი იგი მტკიცე, და მამად მრავალთა ნათესავთა ეწოდებოდის.

ვინაჲცა არღარად საჴმარ არს წინადაცუეთაჲ, არცა სხუანი იგი აჩრდილნი შჯულისანი, რამეთუ არა მათ მიერ, არამედ სარწმუნოებითა განვმართლდებით, ვითარცა-იგი აბრაჰამ.

და ესე რაჲ ესრეთ აღასრულა, მერმე უჩუენებს, ვითარმედ სხუებრ შეუძლებელ არს მადლისა და ჴსნისა მიმთხუევაჲ ჰურიათა და წარმართთაჲ, არა თუ პირველად დაიჴსნას პირველი იგი ცთომაჲ ადამისი, რომელი ყოველთა მიეფინა, და სხუაჲ ვისგანმე დაჴსნაჲ მისი უღონო არს თჳნიერ ქრისტეს ღმრთისა, რომლისა მიერცა დასაბამსა წყევაჲ იგი იქმნა. რამეთუ სხუასა არავის ჴელ-ეწიფებოდა აღჴოცაჲ შეცოდებისაჲ მის, და იტყჳს, ვითარმედ სხუებრ ამისი ქმნაჲ ვერ ეგებოდა თჳნიერ განჴორციელებისა სიტყჳსა ღმრთისა, რაჲთა თავი თჳსი შეწიროს ყოველთათჳს და ყოველნივე იჴსნნეს სიკუდილისაგან.

და ვითარცა-იგი ცოდვაჲ ერთისა კაცისა მიერ სოფლად შემოჴდა, ეგრეთცა მადლი ერთისა კაცისა მიერ ყოველთა მიმართ იქმნეს, და ფრიადცა უმეტეს. და მიერითგან, ვითარცა კეთილი ეზოჲსმოძღუარი მადლისაჲ, ჰურიათა ნუგეშინის-სცემს, ვითარმედ არა გარდამავალ შჯულისა იქმნებიან, უკუეთუ ქრისტეს სარწმუნოებად მოვიდენ. ხოლო წარმართთა ამცნებს, რაჲთა არა მაღლოოდიან ისრაიტელთა ზედა, არამედ რაჲთა უწყოდინ, რამეთუ ვითარცა რტონი ძირთა ზედა, ეგრეთცა ესენი მათ ზედა დაემყნნეს. და მერმე იწყებს სწავლად მათდა წესიერებისათჳს და ცხორებისა, და ესრეთ დაასრულებს ებისტოლესა თჳსსა.