თავნი ჰრომაელთა ებისტოლისანი
სახარებითი მოძღურებაჲ გარეშეთა მიმართ მადლისათა და მადლსა შინა მყოფთა; და სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა.
ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა.
ბ̂. განკითხვისათჳს ჰურიათაჲსა, რომელთა არა დაიმარხნეს შჯულიერნი იგი მცნებანი.
გ̂. უმეტესობისათჳს ისრაჱლისა, რომელი იყოს აღთქუმისა ღირს.
დ̂. მადლისათჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა საღმრთოჲსა სწორებით სახისა მისებრ აბრაჰამისა.
ე̂. განმზადებულისა მისთჳს სასოებისა და მადლისა.
ვ̂. შემოსლვისათჳს მაცხოვარებისა ჩუენისათჳს მეორისა მის კაცისა იესუ ქრისტესსა პირველისა მის წილ დაცემულისა მიწისაგანისა ადამისა.
ზ̂. თანანადებთა მათთჳს სარწმუნოებისა ჩუენისათა კეთილთა საქმეთა.
ჱ̂. დაწყებისათჳს მადლიერისა ამის ჩინებისა ჩუენისაებრ ცხორებისა.
თ̂. შჯულსა ქუეშე მყოფთა დაშჯისათჳს ცოდვისა მიერ, რომლისაგან განგუათავისუფლნა ქრისტემან.
ი̂. ვნებათა მათთჳს, რომელნი არიან კაცობრივსა ბუნებასა შინა, რომელნი-იგი განგუაწვალებენ შეთქუმულებისაგან შჯულისა.
ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ.
ი̂ბ. უწყებაჲ წმიდათათჳს განმზადებულისა მის დიდებისა.
ი̂გ. თანანადებისა მისთჳს ქრისტეს სიყუარულისა.
ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაჱლისა, და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა.
ი̂ე. ვითარმედ ურწმუნოებისაგან იქმნა დაცემაჲ მათი უმეცრებისათჳს სიმართლესა ღმრთისასა, რამეთუ არა დაემორჩილნეს იგინი მადლსა მას ქადაგებისასა.
ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაეწესნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა.
ი̂ზ. მცნებაჲ სათნოებისათჳს ღმრთისა მიმართ და კაცთა.
ბ̂. რომელსა შინა იტყჳს ურთიერთას ერთობისათჳს.
გ̂. და კეთილად მსახურებისა და უკეთურთა მიმართ უმანკოებისა.
ი̂ჱ. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა.
ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა.
ბ̂. და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა უშფოთველისა სიწმიდისა,
კ̂. მსგავსებისათჳს ქრისტეს ძჳრუჴსენებლობისა.
კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს.
ხოლო წერილ არს ებისტოლესა ამას შინა ჰრომაელთასა სწავლაჲ ქრისტეს სარწმუნოებისაჲ და უფროჲსღა ბუნებითთა გულის-სიტყუათა მიერ ჩუენებითა. ამისთჳსცა პირველად დასაბამად ებისტოლეთა დაწესებულ არს, ვითარცა მოძღუარი ღმრთისმსახურებისაჲ.