თარგმანი: დაღაცათუ ურწმუნოთა ესრეთ უჩნსო, არამედ თჳთ მათგანთავე, რომელთა შეიწყნარონ წოდებაჲ ესე და ჩინებაჲ, გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ ჭეშმარიტად ქრისტე არს ძალი და სიბრძნე ღმრთისაჲ. ხოლო ნუ-უკუე ვინმე თქუას თუ: რომელნიმე აჩინნა ღმერთმან და უწოდა, და რომელთამე — არა. ნუ იყოფინ ესე, არამედ ღმერთმან ყოველთა უწოდა და განაჩინნა, ხოლო რომელთა შეიწყნარეს ჩინებულებაჲ იგი და წოდებაჲ, მათ ოდენ უწოდა ჩინებულ და წოდებულ და რჩეულ. რამეთუ, რომელთა არა ინებეს ჩინებისა მის შეწყნარებაჲ, მათ-მცა რად უწოდა ჩინებულ!
1 Corinthians 1:24
პავლე მოციქულისა წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი
პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა (1,1). ჩინებულად სახელის-დებითა თავისა თჳსისაჲთა დასაბამსავე სიტყჳსასა დაამჴობს ყოველსა ზუაობასა კორინთელთასა, ვითარმედ: უკუეთუ თჳთ მე, პავლე, არა თავით თჳსით, არამედ ქრისტეს იესუჲს მიერ ჩინებითა და წოდებითა ჴელთდასხმულ ვარ მადლსა ამას მოციქულებისასა, ვითარ თქუენ თავით თჳსით ჴელთდასხმულ იქმნებით მოძღურად, ანუ რომელთა-ეგე მოძღუარ და წინამძღუარ ქრისტე არს, რაჲსა შეიწყნარებთ მოძღურებასა თჳთმომზრახთა კაცთასა, რომელნი-ეგე არა ნებითა ღმრთისაჲთა გმოძღურიან, არამედ თავით თჳსით? რამეთუ ნებაჲ ღმრთისაჲ ესე არს, რაჲთა ჩემისა მიერ მოციქულებისა გექადაგოს თქუენ.
მოციქულისაჲ: და სოსთენე ძმაჲ (1,1).
თარგმანი: ესე არს გარდამატებულებაჲ პავლეს სიმდაბლისაჲ, რომელ კნინღა და უცნაურსა ვისმე, ვითარცა ყოვლად საცნაურსა, ეგრეთ იზიარებს ებისტოლესა შინა თჳსსა. რამეთუ ესე სოსთენი ოდესმე შესაკრებელის მთავარ ჰურიათა იყო, რომელი-იგი წინა-აღუდგებოდა-ცა პავლეს, წინაშე ღალიონოჲსსა.
მოციქულისაჲ: ეკლესიასა ღმრთისასა, რომელ არს კორინთეს შინა...
...ნააღდგომად სიკუდილისა, ვერცა შემძლებელი გარდაჴდად ტანჯვასა მას, რომელი ბოროტთა თჳსთათჳს თანაედვა ბუნებასა ჩუენსა, რამეთუ დიდისა სატანჯველისა თანამდებ ვიყვენით, ამისთჳს შეგჳწყალნა.
და ხედვიდა სახიერებასა მას მამისა თჳსისასა, ხედვიდა ძალსა თჳსსა და ძლიერებასა, რამეთუ ქრისტე ძალი და სიბრძნე არს ღმრთისაჲ; შეიწყალა უძლურებაჲ ჩუენი და შეიმოსა იგი. რამეთუ მან თავადმან, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, „უძლურებანი ჩუენნი აღიხუნა და სნეულებანი თავს-ისხნა“ და შეიწყალა მოკუდავობაჲ ჩუენი და შთაიცუა იგი, ვი-თარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „დაიმდაბლა თავი თჳსი ვიდრე სიკუდილადმდე, სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა“2.
და იხილა რაჲ, ვითარმედ გარდაჴდად თანანადებთა მათ ჩუენთა და სატანჯველთა შეუძლებელ ვართ, თავს-იდვა ესეცა, ვითარცა იტყჳს იგივე მოციქული, ვითარმედ: „ქრისტემან გამოგჳჴსნა ჩუენ წყევისა მისგან შჯულისა, იქმნა რაჲ ჩუენთჳს წყევასა ქუეშე“.
და ესრეთ კაცებისა ყოველივე შეიმოსა და მიიღო და თავისა მიერ თჳსისა თანანადები ჩუენი გარდაიჴადა. და დაგუაგნა და შეგუაწყნარნა ჩუენ მამასა, რაჲთა ვნებითა თჳსითა უვნებელ-ყოს ვნებული ბუნებაჲ კაც-თაჲ და მცირეთა წილ დ...
...სა ღმრთისაჲ“. ; ხატი არა თუ სახისა ჴორციელისაჲ, არამედ ღმრთეებისა და ყოველთა მათ დიდებულებისა ღმრთეებისათა, ხატი ძლიერებისაჲ, ხატი სიბრძნისაჲ, რამეთუ წერილ არს: „ქრისტე - ძალი და სიბრძნე ღმრთისაჲ“. ხოლო მეცნიერებაჲცა ნაწილი არს სიბრ-ძნისაჲ. აწ უკუე ვითარ ვინ იკადროს თქუმად, თუ სიბრძნესა ღმრთისასა მეცნიერებაჲ აკლს? ნუ იყოფინ ესე სიტყუაჲ ყოლადვე!
ანუ ვითარ მამამან, რომლისა მიერ შექმნნა საუკუნენი, ესე მცირე ნაწილი ჟამთაჲ - დღჱ იგი - არა აუწყა. დამბადებელი იგი ყოველთაჲ, „რომლისა მიერ ყოველივე იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა“, მცირესა ნაწილსა მის მიერ ქმნილთასა - დღესა მას აღსასრულისასა - ვითარმცა უმეცარ იყო. ნუ იყოფინ ესე, ნუ იყოფინ! არამედ ვითარცა ყოვლისავე დამბადებელმან და ყოვლისა მპყრობელმან ყოველივე უწყის და ყოველსავე მეცნიერ არს. ამისთჳსცა ყოველივე ყოფადი მიუთხრა მაშინ მოწაფეთა და საქმენი მათ ჟამთანი აუწყნა და კართა ზედა მის დღისათა მიიყვანა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედაო“. ხოლო დღე იგი და ჟამი არა მიუთხრა განგებითა მით, რომელი მან...