მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 11:1

1. Be ye followers of me, even as I also am of Christ.2. Now I praise you, brethren, that ye remember me in all things, and keep the ordinances, as I delivered them to you.
1 Corinthians თავი 11
1. Be ye followers of me, even as I also am of Christ.
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა (11,1).:

თარგმანი: არარაჲ არს ესრეთ შემძლებელი მობაძავ ყოფად ქრისტესა, ვითარცა ყოვლითურთ აღშენებისა და სარგებელ ყოფისა ძმათაჲსა მოქმედებაჲ. რამეთუ მოციქული ამით იტყჳს თავსა თჳსსა მობაძავ ქმნილად ქრისტესა, რაჟამს თჳსსა ცხოვნებასა ყოვლისა ნათესავისა ჰურიათაჲსა ცხოვნებაჲ აღირჩია.

თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო სხუანი ეკიცხევდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ტკბილთაგან სავსე არიან (2,13).:

...უვათა, ყურიმლის-ცემისა და ჴურთით ცემისაჲ. ამის ყოვლისა ჴსენებაჲ იყავნ ჩუენდა წამალ გინებათა თავს-დებისა, და მაგინებელთა მიმართ ურისხველობისა, რაჲთა ესრეთ მივემსგავსნეთ მეუფესა ჩუენსა და ქადაგთა სახარებისა მისისათა — წმიდათა მოციქულთა, რომელთაგანი პავლე ჴმობს: "მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა" (). მისსა დიდებაჲ აწ და ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ.

ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი და ეტყოდა მათ (2.14).

თარგმანი: რომელი პირველ ჯუარ-ცუმისა ვერცაღა თუ მჴევალსა ერთსა სიტყჳს-მგებელ ექმნა, აწ, შემდგომად სულისა წმიდისა მიღებისა, იხილე თუ რასა ჰყოფს. რამეთუ ათასეულთა მათ მიმართ მოკიცხართაჲსა, რომელნი იტყოდეს მათთჳს ტკბილთაგან სავსეობასა, კადნიერად წინა-განეწყობვის, ვითარ-ესე გესმის უსაკუთრესად: ხოლო პეტრე დადგა ათერთმეტთა თანა. ესე იგი არს, რამეთუ ზოგად ათორმეტნივე აღდგეს, რაჲთა ცხად ყონ, ვითარმედ ერთ-ჴმა არიან სიტყუათა მათ ზედა, რომელთა იტყჳს პეტრე, დაღაცათუ მას იჴუმევენ ყოველნი ენად და პირად, ვითარცა თავსა მოციქულთასა, რომლისაჲ საკჳრველ არს, ვითარ ჴმითა მაღლითა და ბრწყინვალითა იწყებს სიტყუად მეთევზური და უსწავლელი. რამეთუ, დაღაცათუმცა მორჩილთა მიმართ მოწაფეთა იტყოდა, ჯერეთ მაშინ საკჳრველ ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და უწინარჱს დღესასწაულისა მის პასექისასა, რომელ არს ვნებაჲ, იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი, ამას სოფელსა მყოფნი, და სრულიად შეიყუარნა იგინი“ (13,1).:

...ასწაულისა მის პასექისასა, რომელ არს ვნებაჲ, იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი, ამას სოფელსა მყოფნი, და სრულიად შეიყუარნა იგინი“ (13,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „მსგავს ჩემდა იქმნენითო“, - იტყჳს პავლე, - „ვი-თარცა-ესე მე - ქრისტჱსა“, რამეთუ ამისთჳს ჴორცნი შეიმოსნა და ბუნებაჲ ჩუენი მიიღო, რაჲთა მის მიერ გუასწავოს ჩუენ სათნოებაჲ; რამეთუ იტყჳს წერილი, ვითარმედ: „მსგავსებითა ჴორცთა ამათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ ჴორცითა“; და თავადი იტყჳს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“, და ესე ყოველი არა სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითცა ასწავა. რამეთუ „სამარიტელით“ და „მაცთურით“ ჰხადოდეს მას ჰურიანი და ქვასა დაჰკრებდეს, და ოდესმე მსახურთა წარავლენდიან ფარისეველნი მოკლვად მისა, და ოდესმე ეძიებდიან ღონესა შეპყრობად, და თჳთ აგინებდიან მრავალგზის, და ამას ყოველსა უმიზეზოდ, რომელნი ვერცა ერთსა ბრალსა შემძლებელ იყვნეს პოვნად, არამედ ნაცვალად კეთილთა მათ მრავალთა, და ამას ყოველსა ზედა არავე დასცხრებოდა კეთილის-ყოფად მათდა სიტყჳთ და საქმითცა. და რაჟამს-იგი მონა...

სრულად ნახვა