თარგმანი: მითხრობაჲ სიკუდილისაჲ ყოველსავე ქველისმოქმედებასა მისსა ზოგად საჴსენებელ ჰყოფს და განგებულებათა მისთა, შობითგან ვიდრე კუალად მოსლვადმდე.
1 Corinthians 11:26
...ლად მიცემად, ჩუენ ვითარ უგულებელს-ვჰყოფთ ცხორებასა ჩუენსა?
ჰურიათა მისცნა წლითი-წლად დღესასწაულნი საჴსენებელად ქველისმოქმედებათა მისთა, ხოლო ჩუენდა დღითი-დღე მოუცემიეს საჴსენებელი ესე, ვითარცა იტყჳს მოციქული: „რავდენგზის სჭამდეთ პურსა ამას და ჰსუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდეთ“, რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: „ამას ჰყოფდითო მოსაჴსენებელად ჩემდა“.
და ნანდჳლვე ესე არს თავი ქველისმოქმედებათა მისთაჲ, ჴსენებაჲ სიკუდილისა მისისაჲ. რამეთუ უკუეთუ ვთქუა, თუ: ცანი გარდაართხნა და ქუეყანაჲ დაამტკიცა, ზღუანი განჰფინნა, მნათობნი დაჰბადნა, და ამისა პირველ მჴედრობანი ანგელოზთანი შექმნნა, სხუანი იგი ყოველნი თუ საკჳრველებანი მისნი წარმოვთქუნე, ვერარას ვიტყჳ სწორსა ამისსა, რომელ თავი თჳსი მისცა ჩუენთჳს სიკუდილად, რაჲთა უცხოქმნილნი ესე და წარწყმედილნი მონანი მომიძინეს და შვილ ღმრთისა მყვნეს.
ესე არს თავი ყოველთა კეთილთაჲ, ესე არს საიდუმლოჲ დიდებული, რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო და აწ გამოგჳჩნდა ჩუენ. სურვილით უკუე და სარწმუნოებით მოუჴდებოდით წმიდასა მას და შესაძრწუნებელსა ტრაპეზსა.
გარნა ნუმცა ვინ მოუჴდების სამოსლითა ხენეშითა, რაჲთა არა გარე განვარდეს.
ნუმცა ვინ არს იუდა,...
...ერპლი იგი საიდუმლოჲსაჲ წმიდასა საკურთხეველსა ზედა ეგოს და იქადაგებოდის ქადაგებაჲ იგი დიდებული, ვითარმედ კაცთათჳს მიეცა მეუფე სიკუდილად და დაჰჴსნა სიკუდილი, რომელ-ესე არს ჴსენებაჲ ძლევისა მისისაჲ, ვითარცა იტყჳს: „რავდენგზის სჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით“, მა-შინ რომელნიცა წმიდათაგანნი იჴსენნენ, დიდი პატივი არს მათთჳს. მასვე უკუე ჟამსა მის საკჳრველებისასა ჯეროვნად იჴსენებიან შეცოდებულნიცა და ჰპოებენ ლხინებასა.
აწ უკუე ნუ ცუდად ანუ ლიტონად შევჰრაცხებთ საქმესა ამას, არამედ სარწმუნოებით აღვასრულებდეთ და ამით ნუგეშინის-ვსცემდეთ მიცვალებულთა მათ; ცრემლთა წილ და გლოისა და სამარეთა შემკობისა აღვასრულებდეთ მათთჳს ჟამისწირვასა, ლოცვასა, მოწყალებასა, რაჲთა იგინიცა და ჩუენ ღირს ვიქმნეთ საუკუნესა ცხორებასა მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.