მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 11:27

26. For as often as ye eat this bread, and drink this cup, ye do shew the Lord's death till he come.27. Wherefore whosoever shall eat this bread, and drink this cup of the Lord, unworthily, shall be guilty of the body and blood of the Lord.28. But let a man examine himself, and so let him eat of that bread, and drink of that cup.
1 Corinthians თავი 11
27. Wherefore whosoever shall eat this bread, and drink this cup of the Lord, unworthily, shall be guilty of the body and blood of the Lord.
თავი ზ̂. ზიარებისათჳს ღმრთივშუენიერისა და აღმავსებელისა მადლითა საღმრთოჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა (11,27).:

თარგმანი: სიტყუაჲ ესე დაღაცათუ მათდა სამხილებელად შემოუღია, ვითარმედ არა ღირს არიან ზიარებად ქრისტეს საიდუმლოთა, რომელნი-იგი წუნობით და შეურაცხ-ყოფით არა თანა-იზიარებენ გლახაკთა ტაბლასა მათსა, არამედ ესე ჩუეულებაჲ არს პავლესი, რაჲთა სხჳსა პირისათჳს შორის-შემოღებულსა მასცა და დამთხუევით წარმოდგომილსა საძიებელსა განჰმართებდეს; ვითარ-ესე აწ, უღირსებით მიმღებელნი წმიდათა საიდუმლოთანი თანასწორ ყვნა ბრალსა განმცემელისა და მკლველთა ქრისტესთასა.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პზ რაჲთა განვეშორნეთ ყოვლისავე ბოროტისაგან და ვიქმოდით კეთილსა:

... რამეთუ ესეცა ურწმუნო არს, ვითარცა იგინი.

კუალად, დაღაცათუ სარწმუნოებაჲ გუაქუნდეს მართალი და საქმე კეთილი არა გუაქუნდეს, სარწმუნოებაჲ იგი მკუდარ არს. ისმინეთ, რასა იტყჳს მოციქული: „რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს ჴორცსა და სისხლსა უფლისასა“. და რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, არა უყუარს უფალი; და რომელი შეურაცხ-ჰყოფდეს გლახაკსა, უფალსა შეურაცხ-ჰყოფს, რამე-თუ თავადი იტყჳს: „რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე მიყავთ“. და რომელი მოიღებდეს ქრთამსა უბრალოჲსა დასჯად, მოყუასი არს იუდაჲსი, რამეთუ ესეცა განჰყიდის სიმართლესა, ვითარცა მან განყიდა ქრისტე.

და რომელმან არა შეიწყალოს ობოლი და ქურივი, უწყალოებასა მას თჳსად შეჰრაცხავს უფალი. და ესეცა იცოდეთ: რომელი ისიძვიდეს, სულსა თჳსსა წარიწყმედს, რამეთუ განხრწნის ტაძარსა ღმრთისასა, ვითარცა მოციქული იტყჳს. და რომელი დამონებულ იყოს ბოროტ-თა გულისთქუმათა და აღასრულებდეს მათ, და სუფევდეს ცოდვაჲ მის ზედა, იგიცა მათ ჰბაძავს, რომელთა კეისარი აღიარეს მეუფედ და არა ქრისტჱ.

რაჲ-მე უკუე ჯერ-არს ქმნად? არარაჲ სხუაჲ, გარნა ესე: უფ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლზ რაჲთა გუეშინოდის საუკუნოჲსა სასჯელისაგან:

...კუდილთა ღირსნი და ბევრეულთა სატანჯველთა, აქაცა და მერმესაცა საუკუნესა.

და რაჲთა სხუათა მათ საქმეთა ჩუენთა თანაწარვჰჴდე, მოვიჴსენოთ, რომელნი-ესე უღირსებით ვეზიარებით წმიდათა მათ ქრისტეს საიდუმლო-თა. არა გჳსწავიესა, ვითარმედ რომელნი უღირსად ეზიარებოდინ, თანამდებ არიან ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა? აწ უკუე, კაცო, ოდეს კაცისმკლველსა განიკითხვიდე, თავიცა შენი განიკითხე. მან კაცი მოკლა, ხოლო შენ უღირსად თუ ეზიარებოდი, სისხლსა თანამდებ ხარ მეუფისა. იგი უმეცარი იყო და უსწავლელი, ხოლო შენ სწავლულ ხარ და მეცნიერ.

ეგრეთვე კუალად რომელნი დღითი-დღე ჴორცსა ძმათა თჳსთასა ჭამენ და გესლსა უკეთურებისასა მიჰფენენ მათ ზედა, ვითარისა სასჯელისა ღირს არიან? რომელნი სძურციან გლახაკთა და ჰჴუთვენ დავრდომილთა, რავდენთა ავაზაკთა უძჳრეს არიან?

აწ უკუე, მორწმუნენო, ესეცა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ პირველ ქრისტეს მოსლვისაცა ყოფილნი უშჯულონი ტანჯვად არიან საშჯელითა სიმართლისაჲთა, თჳნიერ უმოლხინეს აწინდელთა უშჯულოთასა, რამე-თუ არა არს ყოვლადვე საშჯელსა მას შინა ღმრთისასა უსამართლოებაჲ. ამისთჳს განვეკრძალნეთ, რაჲთა არა ვიპოვნეთ ჩუენ გარდამავალ მცნება-თა ქრისტესთა, არცა ვიქმნეთ მოქმედ უშჯულოებისა, რაჲთა არა ჩუენცა მივეცნეთ საშჯელსა სოდომელთასა, რაჲთა არა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
კრძალულებით ზიარებისათჳს წმიდათა საიდუმლოთასა და მოწყალებისათჳს და სივლტოლისათჳს სახიობათაგან:

...და მო-რაჲ-ხჳდე, მოკლვაჲ მისი განიზრახო. იცია, თუ ვინ არიან ესენი? ესე არიან მსგავს ჰეროდესა, რომელნი უღირსებით ეზიარებოდინ წმიდათა მათ საიდუმლოთა, რომელთათჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა“. ესევი-თართა მათ აქუს თავთა თჳსთა შორის მძლავრი იგი ბოროტი, შეწუხებული მეუფებისათჳს ქრისტესისა, უბოროტესი იგი პირველისა მის ჰეროდესა, უკეთური ბელიარ, რომელმან მაშინ ჰეროდე მბრძოლად ღმრთისა აღადგინა და აწცა მორჩილთა მისთა ბევრეულთა ბოროტთა საბრჴესა შესთხევს და მიავლენს მათ სახითა თაყუანის-ცემისაჲთა და საქმითა მკლველობისაჲთა.

გუეშინოდენ უკუე ჩუენცა, ნუუკუე სახე მვედრებელთა და თაყუანისმცემელთაჲ გუაქუნდეს და საქმე წინააღმდგომთაჲ გუეტჳრთოს; ამისთჳს შიშით და ძრწოლით მოუჴდეთ თაყუანის-ცემად, განვაგდოთ ჩუენგან, რაჲცა ბოროტი გუაქუნდეს, შევწიროთ მისა ძღუნად, რაჲცა კეთილი და პატიოსანი იპოებოდის ჩუენ თანა: გინა თუ ოქროჲ, გინა თუ ვეცხლი, ანუ თუ სხუაჲ რაჲმე საფასეთაგანი და პატივცემული კაცთა მიერ. ხოლო ვითარ შევწიროთ მისა? გლახაკთა განუყოთ, და შეიწიროს მან თავისა თჳსისად. ნუ უდებ იქმნები, კაცო, ამას ზედა, რაჲთა არა დაისაჯო. უკუე-თუ მოგუნი აღმო...

სრულად ნახვა