მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 11:30

29. For he that eateth and drinketh unworthily, eateth and drinketh damnation to himself, not discerning the Lord's body.30. For this cause many are weak and sickly among you, and many sleep.31. For if we would judge ourselves, we should not be judged.
1 Corinthians თავი 11
30. For this cause many are weak and sickly among you, and many sleep.
თავი ზ̂. ზიარებისათჳს ღმრთივშუენიერისა და აღმავსებელისა მადლითა საღმრთოჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ და წვანან მრავალნი (11,30).:

თარგმანი: რაჲსა "ამისთჳს"? - ანუ თუ ცხად არს, ვითარმედ უღირსებით მიღებისათჳს წმიდათა საიდუმლოთაჲსა იქმნებიან სნებანი და უძლურებანი. და, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ და სძინავს მრავალთა. ხოლო ძილ არიან სიკუდილნი უჟამონი. არამედ, თქუას ვინმე, ვითარმედ: ნუუკუე ბერნი არა ცოდვენ-ა, რამეთუ არა უწინარეს ჟამისა მოსწყდებიან? გარნა არა ესე ოდენ არს სატანჯველი უღირსად მზიარებელთაჲ, არამედ მერმესა მას საუკუნესა უძჳრესი დაშჯაჲ მიელის.

ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...რადგან როცა სნეულებანი, როცა მახენი, როცა გლოვა და უბედურებანი შეგვემთხვევა, როცა სხვა ამგვარიც რამ ხდება, ეს ამის გამო ხდება. ამას პავლეც ცხადყოფს, როცა ასე ამბობს: „ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი.“ (). და როგორ, იტყვის ვინმე, როცა წელიწადში მხოლოდ ერთხელ მივეახლებით? სწორედ ეს არის საშინელი: მიახლების ღირსებას გონების სისუფთავით კი არ საზღვრავ, არამედ დროის შუალედით, და ღვთისმოშიშებად მიგაჩნია ის, რომ ხშირად არ მიხვიდე; არ იცი, რომ უღირსად მისვლა, თუნდაც ერთხელ მოხდეს, შებღალავს, ხოლო ღირსად მისვლა, თუნდაც ხშირად, აცხოვნებს. კადნიერება ხშირად მიახლება კი არ არის, არამედ უღირსად მიახლებაა, თუნდაც ვინმე მთელი დროის განმავლობაში ერთხელ მივიდეს.

ჩვენ კი ისე უგუნურად და საცოდავად ვართ განწყობილნი, რომ მთელი წლის განმავლობაში უთვალავ ბოროტებას ჩავდივართ, მათგან განძარცვაზე არავითარ ზრუნვას არ ვიჩენთ, საკმარისად კი მიგვაჩნია, რომ განუწყვეტლივ არ გავკადნიერდეთ და შეურაცხმყოფლად არ დავე...

სრულად ნახვა