მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 3:2

1. And I, brethren, could not speak unto you as unto spiritual, but as unto carnal, even as unto babes in Christ.2. I have fed you with milk, and not with meat: for hitherto ye were not able to bear it, neither yet now are ye able.3. For ye are yet carnal: for whereas there is among you envying, and strife, and divisions, are ye not carnal, and walk as men?
1 Corinthians თავი 3
2. I have fed you with milk, and not with meat: for hitherto ye were not able to bear it, neither yet now are ye able.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ, სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო (3,1-2).:

თარგმანი: ჩჩჳლ ქრისტეს მიერ — იყვნეს იგინი, რომელნი არღა მიწევნულ იყვნეს სრულებასა შჯულთა ქრისტესთასა. ხოლო სძედ უწოდს ჯერეთ უსრულსა მოძღურებასა, და საჭმლად სახელ-სდებს სრულსა. ხოლო "არღა გეძლოჲ" ამისი ნაცვალი არს, ვითარმედ: "არა გენება"; რამეთუ ამას ცხად ჰყოფს დაწყებითგან ებისტოლისაჲთ, დაღაცათუ აწ შენდობით ეტყჳს "ვერ-შეძლებასა", რიდობით მხილებისათჳს.

თავი ა̂, * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი (3,2).:

თარგმანი: სძედ იტყჳს მდაბალთა და მარტივთა სწავლათა, ხოლო საჭმლად — სრულთა მათ და მაღალთა.

ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6.:

...სგანაც წარმოიშობა და ყოფითი სურვილებისგანაც. ამ სიმძიმეს განმარტავდა პავლეც, როცა ამბობდა: „ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა“ (); „რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს“ (). და მიზეზსაც ურთავს, როცა ამბობს: „სადაც თქვენ შორის დავანი, შურნი და განხეთქილებანია, განა ხორციელნი არა ხართ?“ ()6. ამიტომ, რადგან ისინიც დიდი შურითა და ბოროტი მოშურნეობით ილეოდნენ და უამრავი სხვა ვნებით იყვნენ ალყაშემორტყმულნი, გონების თვალი დაიმძიმეს და ამის შემდეგ ნათლად ხედვა აღარ შეეძლოთ. ამის გამო ხილულ საგნებზე სხვა შეხედულებებს იღებდნენ, თანაც სრულიად საპირისპიროს. ამ ყველაფერს წინასწარმეტყველი სიზუსტით ხედავდა და სნეულების მიზეზიც წინასწარ გამოაცხადა.

შენ კი დაუკვირდი: როცა ორი წინასწარმ...

სრულად ნახვა