მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 3:1

1. And I, brethren, could not speak unto you as unto spiritual, but as unto carnal, even as unto babes in Christ.2. I have fed you with milk, and not with meat: for hitherto ye were not able to bear it, neither yet now are ye able.
1 Corinthians თავი 3
1. And I, brethren, could not speak unto you as unto spiritual, but as unto carnal, even as unto babes in Christ.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა (3,1).:

თარგმანი: დაამდაბლა რაჲ ზუაობაჲ გარეშეთა მათ ბრძენთაჲ, აწ დაამდაბლებს სარწმუნოებასაცა შინა აღზუავებულთა მათ და ეტყჳს, ვითარმედ: ვერცაღა მათ ძალ-უც სმენაჲ რაჲსმე სრულისაჲ. ხოლო კეთილად დაჰრთავს, ვითარმედ: "ვერ უძლე", რაჲთა არავინ დასწამოს, ვითარმედ შურდა.

გარნა საძიებელ არს, თუ ვითარღა ჯერეთ ჴორციელ იყვნეს, რომელნი-იგი ჰყოფდეს ნიშებსა და სასწაულებსა. ვიტყჳ უკუე ვითარმედ, ვინაჲთგან შესაკრებელი კორინთელთაჲ, იპოებოდეს მუნ სულიერნიცა და ჴორცნიელიცა. და კუალად არს ვისთანამე ჯერეთ ჴორციელობაჲ, მოქმედებასაცა შინა სასწაულთასა, ვითარ-იგი მეტყუელთა მათ შორის, ვითარმედ: "უფალო უფალო, არა სახელითა შენითა ესე და იგი რაჲმე ვყავთა?" () — რომელთა ესმა: "არა გიცნი თქუენ" ().

თავი ა̂, * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მე, ძმანო, ვერ გეტყოდე თქუენ, ვითარცა სულიერთა (3,1).:

თარგმანი: ვინაჲთგან დაამდაბლა კაცობრივსა სიბრძნესა ზედა ზუაობაჲ მათი, აწ კუალად დაამდაბლებს სულიერთაცა საქმეთა ზედა მყოფსა ზუაობაჲ მათსა და ეტყჳს, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ თუ სულიერისა რაჲსმე გულისჴმის-ყოფად შემძლებელ ვართ, რამეთუ სმენადცა ვერ ძალ-გიც სულიერისა რაჲსმე მაღლისა საქმისა. ამისთჳსცა უკუე, დაღაცათუ მენება, არამედ ვერ-ვე გეტყოდე თქუენ, ვითარცა სულიერად გულისჴმისმყოფელთა, არამედ ვითარცა უძლურთა.

ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. ლოცვის შესმენა და მრისხანების საზღვრები:

...ს სნეულებათაგან ათავისუფლებს. რადგან იცის, რომ გახრწნილი ცხოვრება მაღალი დოგმატების ზედმიწევნით შემეცნებას აბრკოლებს. ამაზე მიუთითებდა პავლეც, როცა ამბობდა: „ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა“ (). და კვლავ: „ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ. სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი“ (). და კვლავ: „რომლისათჳს მრავალ არს ჩუენდა სიტყუად და ძნიად სათარგმანებელ თქუმად, ვინაჲთგან უძლურ იქმნენით სასმენელითა“ ().

და კვლავ ესაიაც ამბობს: „მე დღესა დღისაგან მეძიებენ და ცნობად გზათა ჩემთა გული უთქუამს, ვითარცა ერსა სიმართლისმოქმედსა, და მსჯავრსა ღმრთისა მისისა არდამტევებელსა“ (). და ოსიაც: „სთესეთ თავთა თჳსთა სიმართლედ“ და „განუნათლეთ მათ ნათელი მეცნიერებისაჲ“ ()....

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6.:

...ანზრქნა გული ერისა ამის“** (); ხოლო გონების სიმძიმე ცოდვებისგანაც წარმოიშობა და ყოფითი სურვილებისგანაც. ამ სიმძიმეს განმარტავდა პავლეც, როცა ამბობდა: „ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა“ (); „რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს“ (). და მიზეზსაც ურთავს, როცა ამბობს: „სადაც თქვენ შორის დავანი, შურნი და განხეთქილებანია, განა ხორციელნი არა ხართ?“ ()6. ამიტომ, რადგან ისინიც დიდი შურითა და ბოროტი მოშურნეობით ილეოდნენ და უამრავი სხვა ვნებით იყვნენ ალყაშემორტყმულნი, გონების თვალი დაიმძიმეს და ამის შემდეგ ნათლად ხედვა აღარ შეეძლოთ. ამის გამო ხილულ საგნებზე სხვა შეხედულებებს იღებდნენ, თანაც სრულიად საპირისპიროს. ამ ყველაფერს წინასწარმეტყველი სიზუსტით ხედავდა და სნეულები...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ არა ზომით მისცემს ღმერთი სულსა“ (3,34).:

...რსა ყოველსა გამოვეძიებდეთ გამოწულილვით, რამეთუ არა თუ მოძღუარნი ყოველსა, ვითარცა ენებოს, ესრეთ იტყჳან, არამედ მრავალსა იტყჳან, ვითარცა გონებასა მას უძლურთასა მოჰვიდოდის. ამისთჳსცა პავლე იტყჳს: „ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა. ვითარცა ჴორციელთა სძჱ გაწოე თქუენ და არა მტკიცჱ საზრდელი“, რამეთუ არა თუ მას ვერ ეძლო სიტყუად, ვითარცა სულიერთა მიმართ, არამედ მათ ვერ ეძლო ტჳრთვად. ეგრეთვე იოვანეს ენება დიდთა მათ საქმეთა სწავლად მოწაფეთა თჳსთა, არამედ ვერ ეძლო მათ ტჳრთვად. ამისთჳს მდაბალთა მათ სიტყუათა შინა იქცევის.

სწავლაჲ ლ რაჲთა წერილთა ჯერისაებრ ვიჴმარებდეთ, და მართლისა ცხორებისათჳს

ჯერ-არს უკუე, რაჲთა წერილთა კეთილად და ჯეროვნად გულისხმა-ვჰყოფდეთ და ვიჴმარებდეთ, რამეთუ წერილნი საჭურველნი არიან სულისანი, არამედ უკუეთუ ვითარცა ჯერ-არს, ესრეთ არა შევიჭურნეთ მათ მიერ, არად სარგებელ გუეყვნენ; რამეთუ ჴორციელისაგან გულისხმა-ყავთ: უკუეთუ ვისმე აქუნდეს ჯაჭჳ კეთილად ქმნილი და ჩაფხუტი და ფარი და ლახუარი, და არა შეიმოსნეს საჭურველნი იგი ჯერისაებრ და წესისა, არამედ ჯაჭჳ შეიმოსოს ფერჴთა და ჩაფხუტი არა თავსა დაირქუას, არამედ პირსა უკუნიდვას, და ფარი არა მკერდსა მოიყრდნას, არამედ ფერჴთა მოიბას, ირგომცა რაჲმეა ამათგან? და ა...

სრულად ნახვა