მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 4:17

16. Wherefore I beseech you, be ye followers of me.17. For this cause have I sent unto you Timotheus, who is my beloved son, and faithful in the Lord, who shall bring you into remembrance of my ways which be in Christ, as I teach every where in every church.18. Now some are puffed up, as though I would not come to you.
1 Corinthians თავი 4
17. For this cause have I sent unto you Timotheus, who is my beloved son, and faithful in the Lord, who shall bring you into remembrance of my ways which be in Christ, as I teach every where in every church.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ (4,17).:

თარგმანი: რაჲსა "ამისთჳს"? გარნა თუ შვილად თჳსსა შერაცხილობისათჳს მიუვლინა მათ ტიმოთე, რომლისა პატივსა ჯეროვნად დასწერს, რაჲთა კრძალულებით შეიწყნარონ იგი, ვითარცა არა ლიტონად და კაცობრივ, არამედ უფლისა მიერ საყუარელი და სარწმუნოჲ; ესე იგი არს, არა სიტყჳთ, არამედ საქმით გამოცდილი.

თავი ა̂, * დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ (4,17).:

თარგმანი: "ამის" რომლისთჳს? — გარნა ამისთჳსო, რამეთუ მიყუართ ვითარცა შვილნი, მოვავლინე ტიმოთე, რომელი-იგი არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ. ხოლო ამით ტიმოთეს მიმართსაცა სიყუარულსა თჳსსა გამოაჩინებს და რაჲთა მათცა პატივ-სცენ მას, ვითარმედ არა თუ ცუდად საყუარელი, არამედ სარწმუნოჲცა უფლისა მიერო, ესე იგი არს, საღმრთოთა საქმეთა ზედა.

შესავალი 1 ტიმოთეს ეპისტოლისადმი
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...და ამბობს: „ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრე ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას“ (); და კორინთელებსაც კვლავ სწერს და ამბობს: „მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ“ (); და კვლავ: „ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს იგი“ (); რამეთუ „საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე“ (). ებრაელებსაც როცა სწერდა, ამბობდა: „იცით ტიმოთე, ძმაჲ ჩუენი, რომელ მივავლინე“ (); და ყოველი მხრიდან იპოვიდა კაცი მისდამი დიდ სიყვარულს. ახლახან მომხდარი სასწაულებიც მის კადნიერებას აჩვენებს.

ხოლო თუ ვინმე გამოიკვლევს, მაინც რატომ სწერს მარტო ტიტესა და ტიმოთეს, თუმცა სილაც ღირსეულთა შორის იყო და ლუკაც ასევე, — ამის დასტურად თვითონვე წერს და ამბობს. „ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა“ (

სრულად ნახვა