მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 6:1

1. Dare any of you, having a matter against another, go to law before the unjust, and not before the saints?2. Do ye not know that the saints shall judge the world? and if the world shall be judged by you, are ye unworthy to judge the smallest matters?
1 Corinthians თავი 6
1. Dare any of you, having a matter against another, go to law before the unjust, and not before the saints?
თავი გ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იკადროს-მე ვინ თქუენ შორის, რომელსა სარჩელი ედვას მოყუსისა მიმართ, ვითარმცა ირჩოდა იგი ცრუთა წნაშე? (6,1).:

თარგმანი: რაჟამს ურთიერთას რაჲმე სარჩელი ედვის კორინთელთა მორწმუნეთა, წარვიდიან საწარმართოთა მათ საბჭოთა, ხოლო მოციქული ამისთჳს აბრალობს და ყუედრებით ეტყჳს, ვითარმედ: იკადროს ვინ თქუენ შრის, რომელსა სარჩელი ედვას მოყუსისა მიმართ, ვითარმცა ირჩოდა ცრუთა წინაშე! ხოლო ცრუდ უწესს მთავართა მათ სამეუფოთა ურწმუნოთა, რამეთუ ეგევითარნი-იგი მარადის ცრუნი არიან, და ვეროდეს ძალ-უც ჭეშმარიტისა საშჯელისა სჯაჲ.

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: იკადროს ვინ თქუენ შორის, რომელსა სარჩელი ედვას მოყუსისა მიმართ, ვითარმცა ირჩოდა იგი ცრუთა წინაშე? (6,1).:

თარგმანი: ცრუდ უწესს მთავართა მათ სამეუფოთა ურწმუნოთა.

თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იკადროს-მე ვინა თქუენ შორის, რომელსამცა საქმე აქუნდა მოყუსისა მიმართ განშჯად ცრუთა წინაშე და არა უფროჲსღა წმიდათა წინაშე (6,1).:

თარგმანი: ჰხედავა, ვითარ დასაბამსავე სიტყჳსასა ვითარცა ყოველთა მიერ აღსაარებულად განგდებულისა საქმისათჳს სიფიცხით ჰყოფს შესმენასა და მხილებასა. რამეთუ კადრებად და უშჯულოებად უწოდს საქმესა ამას, რომელ ცრუთა წინაშე განისაჯებიან; ესე იგი არს —მეკერპეთა მსაჯულთა; და რაჲსა არა წმიდათა წინაშე ჰყოფენ საშჯელსა მას, ესე იგი არს მორწმუნეთა ქრისტესთა, რომელნი წმიდა იქმნნეს მის მიერ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის