მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 6:10

9. Know ye not that the unrighteous shall not inherit the kingdom of God? Be not deceived: neither fornicators, nor idolaters, nor adulterers, nor effeminate, nor abusers of themselves with mankind,10. Nor thieves, nor covetous, nor drunkards, nor revilers, nor extortioners, shall inherit the kingdom of God.11. And such were some of you: but ye are washed, but ye are sanctified, but ye are justified in the name of the Lord Jesus, and by the Spirit of our God.
1 Corinthians თავი 6
10. Nor thieves, nor covetous, nor drunkards, nor revilers, nor extortioners, shall inherit the kingdom of God.
თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა ანგაჰრთა, არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ (6,9-10).:

თარგმანი: ვინაჲთგან იყვნეს ვინმე კორინთელთა შორის, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: "კაცთმოყუარე არს ღმერთი; შეუნდობს ყოველთა ცოდვილთა და სასუფეველსა შეიყვანებს სიმრავლითა სიტკბოებათა თჳსთაჲთა", ამისთჳს მათდა მიმართ იტყჳს, ვითარმედ: ნუ სცთებით, რომელნი ამას იტყჳთ და ყოფად ესავთ, რამეთუ ნამდჳლვე ყოვლად საცთურეან არს მოლოდებაჲ კეთილისაჲ და მიმთხუევაჲ ბოროტისაჲ. ამისთჳსცა პირველად მსიძავთაჲთ იწყო, რაჲთა ამხილოს სიძვასა შთავრდომილსა მას, და შემდგომითი-შემდგომად წარმოთქუნა მიზეზნი, სასუფეველით განმაგდებელნი ჩუენნი.

ხოლო ეძიებენ ვიეთნიმე, თუ რაჲსათჳს მომთრვალენი მემრუშეთა და კერპთმსახურთა თანა აღრიცხუნა; პირველად ამისთჳს, რამეთუ მრავალგზის ქმნილ არს მთრვალობაჲ მიზეზ ორთავე ამათ — მრუშებისაცა და კერპთმსახურებისაცა; ვითარ-იგი ისრაიტელთა წინა-წარიძღუანეს მთრვალობაჲ და ეგრეთღა შეუდგინეს კერპთმსახურებაჲ. ხოლო მეორედ, რამეთუ არა უფროჲს უმცირესობასა ცოდვათასა, არამედ ზოგად ყოველთა მიზეზთა ოდენ წარმოიტყოდა, რომელნი დამაკლებენ ჩუენ შესლვასა სასუფეველისასა; რამეთუ ამათ ყოველთა მიერ, და კუალად, უდარესისაცა ამათისა რაჲსმე განვითხევით სასუფეველისაგან და...

სრულად ნახვა
თავი გ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა ჩუკენთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათმავალთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა, სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ (6,9-10).:

თარგმანი: რაჲსათჳს, რომელ მომთრვალენი და მაგინებელნი მემრუშეთა თანა და კერპთმსახურთა დააწესნა? პირველად, რამეთუ ქრისტემანცა ბრძანა, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა, და რამეთუ ისრაჱლნი მთრვალობითა მოვიდეს კერპთმსახურებად, და მეორედ, რამეთუ კორინთელნი იტყოდეს თუ ესევითარნი საქმენი არა დაუჴშვენ კაცთა სასუფეველსა, რამეთუ ღმერთი კაცთმოყუარე არს. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ნუ სცთებით, რამეთუ ესე ყოველნი კაცსა სასუფეველისაგან გამოაგდებენ. ხოლო სატანჯველი ამათ ყოველთაჲ არა სწორი იყოს, არამედ განყოფილი თითოეულისა ღირსებისაებრ.

ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...პირიდან, რომელიც ასეთი საიდუმლოს ღირსი გახდა, ნურც მწარე გამოვა რამე და ნურც უსიამოვნო; ენა, რომელიც საღვთო სხეულს ეზიარება, სუფთად დავიცვათ; მისი მეშვეობით წყევლებს ნუ შევწირავთ. რადგან თუ, როგორც წერია, „არცა მაგინებელთა... სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ“ (), მით უფრო ვერ დაიმკვიდრებენ ისინი, ვინც სხვათა დასაწყევლად ლოცულობენ; რადგან ვინც ასე ლოცულობს, აუცილებელია, შეურაცხყოფდეს კიდეც; შეურაცხყოფასა და ლოცვას კი ერთმანეთისგან დიდი მანძილი აშორებს; წყევლასა და ლოცვას დიდი შუალედი აქვთ; ბრალდებასა და ლოცვასაც დიდი შუალედი აქვთ.

ღმერთს სთხოვ, მოწყალე იყოს, და სხვას იწყევლი? ნათქვამია: „ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი“ (); შენ კი არა მხოლოდ თავად არ მიუტევებ, არამედ ღმერთსაც სთხოვ, რომ არ მიუტევოს? ხედავ ბოროტების უკიდურესობას? თუ იმას, ვინც არ მიუტევებს, არ მიეტევება, მას, ვინც მეუფესაც სთხოვს, არ მიუტევოს, როგორ...

სრულად ნახვა
საუბარი 1. შეგონებითი სიტყვა დიდი მარხვის დადგომისას
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ლოთობის ზიანი და მარხვის კურთხევანი (2:16-17):

...რთათვის უსიამოვნონი არიან, მონათა თვალში – საზიზღარნი, და ყველასთვის, ვინც წესიერებას ოდნავ მაინც იცნობს, – სასაცილონი, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი უზომოებითა და უდროო და წარმწყმედელი გაუმაძღრობით ღვთის რისხვას იწვევენ. „მომთრვალეთა..., – ნათქვამია, – სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ" (). რა შეიძლება იყოს უფრო საწყალობელი იმ ადამიანებზე, რომლებიც მოკლე და წარმწყმედელი სიამოვნების გამო სასუფევლის კარიბჭიდან გამოიგდებიან? მაგრამ ნუ იქნება, რომ ვინმე აქ შეკრებილთაგანი ამ ვნებას მიეცეს; პირიქით, ყველანი, დღევანდელი დღეც ყოველგვარი სიბრძნისმოყვარეობითა და უმანკოებით გავატაროთ, და ლოთობისგან წარმოშობილ ქარიშხალსა და ღელვას რომ გავერიდეთ, სულთა ჩვენთა ნავსადგურში, ესე იგი მარხვაში, შევიდეთ, და მის მიერ ბოძებული სიკეთე უხვად მივიღოთ. როგორც საჭმლის უზომოება კაცთა მოდგმისთვის ურიცხვი ბოროტების მიზეზი და წყარო ყოფილა, ისე მარხვა და მუცლის (სიამოვნებათა) უგულებელყოფა ჩვენთვის ყოველთვის გამოუთქმელი სიკეთის მიზეზი იყო. თავიდანვე ადამიანის შექმნისას, რადგან იცოდა, რომ ეს წამალი სულის ცხონებისთვის ძალზე საჭირო იყო, ღმერთმა მაშინვე, თავიდანვე პირველქმნილს შემდეგი მცნება მისცა: **„ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო. ხოლო ხი...

სრულად ნახვა