მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 7:29

28. But and if thou marry, thou hast not sinned; and if a virgin marry, she hath not sinned. Nevertheless such shall have trouble in the flesh: but I spare you.29. But this I say, brethren, the time is short: it remaineth, that both they that have wives be as though they had none;30. And they that weep, as though they wept not; and they that rejoice, as though they rejoiced not; and they that buy, as though they possessed not;
1 Corinthians თავი 7
29. But this I say, brethren, the time is short: it remaineth, that both they that have wives be as though they had none;
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ამას გეტყჳ, ძმანო, ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან (7,29).:

თარგმანი: რაჟამს თქუა ქორწინებულთა მათთჳს, ვითარმედ: "ჭირი ჴორცთაჲ აქუს", რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "და გემოჲცა!" — ამისთჳს წარმავალობითა საწუთროჲსაჲთა განჰკუეთს გემოსა მას; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მე წინა-გიყავ ჭირი ჴორცთაჲ, ხოლო თქუენ ნუუკუე და წინა-მიყოთ გემოჲ იგი ჴორცთაჲ, ამისთჳს მე ზედა-დავჰრთავ, ვითარმედ: ქონებასა თანა ჭირისა არცაღა გემოჲ აქუნდეს შემოკლებითა ჟამისაჲთა; რამეთუ აჰა საწუთროჲ ესე წარვალს: აჰა მახლობელ არს სასუფეველი ქრისტესი, რომლისა მიმართ განსლვად მიწოდებულ ვართ.

თავი დ̂ * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მე, ძმანო, თქუენ გერიდები, და ამას გეტყჳ: ჟამი ესე შემოკლებულ არს. ამიერითგან, რომელთა ესხნენ ცოლ, ვითარცა არა ესხნენ; და რომელნი ტიროდიან, ვითარცა არა ტიროდიან; და რომელთა უხაროდის, რეცა არა უხაროდის; და რომელნი იყიდდენ, ვითარცა არაჲ აქუნდეს; და რომელნი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარცა არა იმსახურებდენ, რამეთუ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ. ხოლო მნებავს უზრუნველობაჲ თქუენი (7,28-32).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: მნებავს თქუენი უმჯობესი, რაჲთა არა შთაჰვარდეთ ჭირთა მათ ქორწინებისა მიერ მომავალთა, რამეთუ ჟამიცა შემოკლებულ არს და მოვალს სიკუდილი ადრე. და ამისთჳს, რომელთა ცოლ, უჴმს, რაჲთა შორს ყონ გულისთქუმაჲ მათგან და მოელოდინ სიკუდილსა, და ესრეთ იყვნენ, ვითარმცა ცოლ არა ესუა. და ყოველივე საქმე ამის სოფლისაჲ — ქორწინებაჲ და სიხარული და მწუხარებაჲ და ყოვლი საქმე საწუთროჲსაჲ — არარადმცა შეგირაცხია მოლოდებითა სიკუდილისაჲთა, და ოდენ სათნოებაჲ გაქუნდინ თჳსად.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
კრძალულებით ზიარებისათჳს წმიდათა საიდუმლოთასა და მოწყალებისათჳს და სივლტოლისათჳს სახიობათაგან:

...სი, არა მონაზონთა ოდენ ეტყჳს, არამედ ყოველთა ქრისტეანეთა; და სხუაჲ ყოველივე მცნებაჲ ზოგად მოცემულ არს ერისკაცთა და მონაზონთა, თჳნიერ ხოლო ქორწინებისა. და უფროჲსად ამასცა ზედა კნინღა და შეასწორებს ყოველთა მოციქული და იტყჳს: „ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; რომელ-თაღა ესხნენ ცოლ, ვითარცა არა ესხნენ“, რამეთუ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ.

აწ უკუე ვეტყჳ მათ, რომელნი მეტყჳან, თუ: რაჲ არს ესე? უდაბნოდ წარსლვად და მონაზონებად გჳბრძანება? ვითარმედ უკუეთუმცა მისმენდით, გაწჳემცა ესე სიხარულით, რამეთუ იქმნეს აწ ქალაქნი და სოფელნი მსგავს სოდომისა და გომორისა. და ვითარმცა ვის არა ვაწჳე წარსლვაჲ უდაბნოდ და მონოზონებად, გარნა არავის ვაიძულებ ამას ზედა, რამეთუ ესე კაცად-კაცადისა ნებასა ზედა არს; ხოლო ამას გეტყჳ და გამცნებ, რაჲ-თა მცნებათა ქრისტესთა იმარხვიდეთ, რამეთუ თანამდებ ხართ; არა გაყენებ ქორწინებად, არამედ გამცნებ, რაჲთა სიწმიდით და წესიერებით იყვნეთ და არა უწესოებით და სავსე სირცხჳლითა და მრავლითა ცოდვითა; არა გაიძულებ უდაბნოდ განსლვასა, არამედ გაიძულებ ყოველთავე ჩუეულებათა ცოდვისათა მოწყუედად და ყოფად სახლთა შინა თქუენთა სიწმიდითა და სიმართლითა. რაჲ ზიარებაჲ არს თქუენი შესაკრებელთა მათ თანა საეშმაკოთა, სადა-იგი ჴმანი და სიტყუა...

სრულად ნახვა