მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 7:34

33. But he that is married careth for the things that are of the world, how he may please his wife.34. There is difference also between a wife and a virgin. The unmarried woman careth for the things of the Lord, that she may be holy both in body and in spirit: but she that is married careth for the things of the world, how she may please her husband.35. And this I speak for your own profit; not that I may cast a snare upon you, but for that which is comely, and that ye may attend upon the Lord without distraction.
1 Corinthians თავი 7
34. There is difference also between a wife and a virgin. The unmarried woman careth for the things of the Lord, that she may be holy both in body and in spirit: but she that is married careth for the things of the world, how she may please her husband.
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, რაჲთა იყოს წმიდა ჴორცითაცა და სულითაცა (7,34).:

თარგმანი: აჰა თჳთვე გამოსთარგმნის, თუ რაჲ არს ზრუნვათა მათთა არა ერთ; ანუ თუ ვითარ იქმნების ზრუნვაჲ უფლისაჲ. ცხად არს, ვითარმედ — სიწმიდითა; არა ხოლო ჴორცთა, არამედ გონებისაჲთაცა რაჲთა არა ხოლო ჴორცითა ქალწულ, არამედ გონებისა მიერითა კრძალვითა სულითაცა ქალწულებდეს.

თავი დ̂ * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უქორწინებელი იგი ზრუნავნ უფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს უფალსა. ხოლო ქორწინებული იგი ზრუნავნ სოფლისასა, რაჲთა სათნო-ეყოს ცოლსა. და განყოფილ არს დედაკაცი უფლისასა, რაჲთა იყოს წმიდა სულითა და ჴორცითა, ხოლო ქორწინებული იგი ზრუნავნ სოფლისასა, რაჲთა სათნო-ეყოს ქმარსა (7,32-34).:

თარგმანი: განყოფილ არიანო ურთიერთას და არა ერთი არს ორთავე ზრუნვაჲ, რამეთუ ქალწული ზრუნავნ უფლისასა, რაჲთა იყოს წმიდა სულით და ჴორცით: ჴორცითა სიწმიდისათჳს, ხოლო სულითა — შეერთებისათჳს ღმრთისა მიმართ და მის შორის დამკჳდრებითა ნუგეშინისმცემელისაჲთა, ხოლო ქორწინებული ყოველსავე სოფლისასა ზრუნავნ.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).:

...დ: „არა შეშინდეთ, არცა წმიდა-ჰყვნეთ შვილნი თქუენნი, რამეთუ ერი წმიდაჲ ხართ“. და საცნაურ არს, ვითარმედ მათი სიწმიდე იყო არა-შეხებაჲ კერპთაჲ ოდენ, ხოლო ჩუენი სიწმიდე არა ესრეთ არს, რამეთუ იტყჳს წერილი მისთჳს: „რაჲთა წმიდა იყოს სულით და ჴორცით“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მშჳდობასა ეძიებდით და კეთილსა და სიწმიდესა იქმოდეთ თქუენ შიშითა ღმრთისაჲთა, ვითარმედ თჳნიერ მისა ვერვინ იხილოს უფალი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სიწმიდესა იქმოდეთ თქუენ შიშითა ღმრთისაჲთა“. ჰხედავა, რამეთუ ესე არს სიწმიდე, რაჲთა შინაგანსა ჩუენსა აქუნდეს ძირი და წყაროჲ მისი? რამეთუ არა კმა არს სახელი ოდენ სიწმიდისაჲ, უკუეთუ საქმე მისი არა იყოს; რამეთუ სახელი ესე სიწმიდისაჲ არა ყოველთავე, რომელთა ეწოდებოდის, ერთობასა გამოაჩინებს, ვინაჲთგან ღმერთსაცა წმიდა ეწოდების, არამედ არა ესრეთ არს, ვითარ ჩუენ. ამისთჳსცა, ესმა რაჲ ჴმაჲ ესე სერაბინთა მიერ წინაჲსწარმეტყუელსა, ისმინე, რაჲ თქუა: „ჵ უბადრუკსა, რამეთუ კაცი ვარ და არაწმიდანი ბაგენი მასხენ, და შორის ერისა, რომელსა არაწმიდანი ბაგენი ასხენ, დამკჳდრ...

სრულად ნახვა