მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Thessalonians 4:11

10. And indeed ye do it toward all the brethren which are in all Macedonia: but we beseech you, brethren, that ye increase more and more;11. And that ye study to be quiet, and to do your own business, and to work with your own hands, as we commanded you;12. That ye may walk honestly toward them that are without, and that ye may have lack of nothing.
1 Thessalonians თავი 4
11. And that ye study to be quiet, and to do your own business, and to work with your own hands, as we commanded you;
ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო ძმათ მოყუარებისათჳს არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს და რამეთუ ჰყოფთცა მას ყოველთა მიმართ ძმათა, რომელნი არიან ყოველსა მაკედონიასა. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა“ ().

1. ღმრთივსწავლული სიყვარული და ხელთა შრომა

რატომღა, როცა მათ უმანკოების შესახებ მკაცრად ელაპარაკა, შემდეგ კი შრომის საჭიროებაზე და წასულთათვის არ დამწუხრებაზე აპირებდა საუბარს, იმას, რაც ყველა სიკეთის თავი იყო, ანუ სიყვარულს, თითქოს გვერდის ავლით დებს და ამბობს: „არა გჳჴმს მიწერად თქუენდა" ()? ესეც დიდი გონიერებისა და სულიერი სწავლებისგან არის. რადგან აქ ორ რამეს აჩვენებს: ერთი ის არის, რომ საქმე ისე აუცილებელია, რომ სწავლებასაც კი არ საჭიროებს, რადგან უაღრესად დიდი რამ ყველასთვის ცხადია; მეორე კი ის, რომ ამით მათ უფრო მეტად აცხვენებს, ვიდრე მაშინ, თუ ეს შეგონებით...

სრულად ნახვა
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...2 თეს 3:10).

2.

იხილე, როგორ უფრო ნაზად საუბრობს ამაზე პირველ ეპისტოლეში, როცა ამბობს: „ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა“ () და „და პატივის-ცემის მოყუარე იყვენით“ (), და არსად ამბობს: „გამცნებ თქუენ“ (), არც იმას: „სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“ (), რაც საშინელი და საფრთხის შემცველი იყო; არამედ ამბობს „გარდამატებას“ და „პატივის-ცემის მოყვარეობას“, რაც სათნოებისკენ მომწოდებელი სიტყვა იყო. იქ ამბობს: „რაჲთა ხჳდოდით შუენიერად“ (); აქ კი მსგავსი არაფერია, არამედ: „უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის“ (). ამბობს: „ნუცა ჭამნ.“ (). რადგან, თუ პავლეს, რომელსაც აუცილებლობა არ ჰქონდა, არამედ უქმად ყოფ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა ღმერთმან“ (6,27).:

...(მათ. 6,34) ხოლო კეთილ არს, რაჲთა ამის ყოვლისათჳს ვთქუა, რაჲთა იგინიცა დასცხრენ, რომელნი ამას იტყჳან, და არა შფოთი შემოვიღოთ შორის საღმრთოთა სიტყუათა; რამეთუ იტყჳს მოციქული პავლე, ვითარმედ: „გევედრები, რაჲთა არა უქმ იყვნეთ, არამედ მოქმედებით შუენიერად ხჳდოდით“; და: „მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ შურებოდენ ჴელითა თჳსითა, რაჲთა აქუნდეს სხუათაცა მიცემად, რომელთა უჴმდეს“. რამეთუ აჰა ესერა არა ოდენ საქმჱ ბრძანა პავლე, არამედ შრომითცა და ოფლით. და კუალად იგივე იტყჳს, ვი-თარმედ: „საჴმართა ჩემთა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჰმსახურეს ჴელთა ამათ“; და კუალად თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ: დაადგრა აკჳლას თანა და პრისკილას და შურებოდა. და ჯერ-არს უკუე, რაჲთა თარგმანიცა ვთქუათ ამის სიტყჳსაჲ და არა ოდენ წინააღმდგომსა ვიტყოდით. ამას უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: არაზრუნვაჲ არა თუ არაშრომაჲ არს, არამედ რაჲთა არა შევჰმშჭუალოთ გონებაჲ ჩუენი სოფლისა საქმეთა და გარეწარად გუაქუნდეს საქმჱ ჴორცთაჲ და არა ვიუნჯებდეთ ხვალისა, რამეთუ არა თუ არა ეგების შრომაჲ და...

სრულად ნახვა