...მთელ დედამიწას რაღაც სქელი ბურუსი, წყვდიადი და ღრუბელი გადაჰფენია; და ამის საჩვენებლად მოციქული ამბობდა: „რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ,“ () და კვლავ: „ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.“ (). ამრიგად, რადგან, ასე ვთქვათ, უმთვარო ღამეა და ამ ღამეში დავდივართ, ღმერთმა მოგვცა ნათელი ლამპარი, აანთო რა ჩვენს სულებში სულიწმიდის მადლი. მაგრამ ამ ნათლის მიმღებთაგან ზოგმა იგი უფრო ბრწყინვალე და ნათელი გახადა, როგორც პავლემ, პეტრემ და ყველა იმ წმინდანმა; ხოლო ზოგმა ჩააქრო, როგორც ხუთმა ქალწულმა, როგორც მათ, ვისაც რწმენის ხომალდი დაემსხვრა, როგორც კორინთოში სიძვის ჩამდენმა და როგორც გზიდან გადახვეულმა გალატელებმა. ამიტომ ახლა პავლე ამბობს: „სულსა ნუ დაავსებთ.“ (), ესე იგი, ნიჭს; რადგან მას ჩვეულებად აქვს სულის ნიჭს ასე უწოდოს. მას კი უწმინდური ცხოვრება აქრობს. რადგან, როგორც ვინმე ამ ლ...
3. For when they shall say, Peace and safety; then sudden destruction cometh upon them, as travail upon a woman with child; and they shall not escape.4. But ye, brethren, are not in darkness, that that day should overtake you as a thief.5. Ye are all the children of light, and the children of the day: we are not of the night, nor of darkness.
1 Thessalonians თავი 5