მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Thessalonians 5:3

2. For yourselves know perfectly that the day of the Lord so cometh as a thief in the night.3. For when they shall say, Peace and safety; then sudden destruction cometh upon them, as travail upon a woman with child; and they shall not escape.4. But ye, brethren, are not in darkness, that that day should overtake you as a thief.
1 Thessalonians თავი 5
3. For when they shall say, Peace and safety; then sudden destruction cometh upon them, as travail upon a woman with child; and they shall not escape.
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უცნობი დღის სარგებელი და უეცრობა:

...)2 ამიტომაც ამბობდა პავლე: „რამეთუ რაჟამს თქუან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ, და ვერ განერნენ.“ () აქ სწორედ ის მოანიშნა, რაც მეორე ეპისტოლეშიც თქვა. ვინაიდან ესენი ჭირში იყვნენ, ხოლო მათ წინააღმდეგ მებრძოლნი განსვენებასა და განცხრომაში; შემდეგ თვითონ მათ ახლანდელ გასაჭირში აღდგომის სიტყვით ანუგეშებდა, ისინი კი წინაპართაგან მომდინარე აზრებს შეურაცხმყოფლად წარმოთქვამდნენ და ამბობდნენ. „როდის იქნება?" (ამასვე ამბობდნენ წინასწარმეტყველებიც: „რომელნი იტყვიან: მალიად მოეახლენინ, რომელთა ჰყოფს, რაჲთა ვიხილოთ. და მოვედინ განზრახვა წმიდისა ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვცნათ.“ () და კვლავ: „ვაჲ რომელთა გული უთქუამს დღესა უფლისასა.“ () რადგან უბრალოდ მოსურნეე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მე ჴსენებისათჳს საშჯელისა:

...დ იგინი რომელნი იშუებდეს და ბორგდეს და უშჯულო იყვნეს, მოიწია რისხვაჲ იგი. ეგრეთვე იყოს აღდგომაჲ.

ამისთჳსცა მოციქული პავლე იტყოდა, ვითარმედ: „იტყოდიან რაჲ, თუ: აჰა მშჳდობაჲ და უცთომელობაჲ, მაშინ მეყსა შინა მოიწიოს მათ ზედა დაქცევაჲ, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ ეწიის რაჲ ჟამსა შობისასა, და ვერ განერნენ“. ხოლო ესე ამისთჳს არს, რომელ უცნაურად მომავალ არს დღჱ იგი, რაჲთა მარადის შიშსა შინა ვიყვნეთ და არაოდეს უზრუნველ ვიქმნებოდით. რასა იტყჳ, არა მოელია აღდგომასა და საშჯელსა? ეშმაკნი აღიარებენ აღდგომასა, და შენ ურწმუნო ხარა? რამეთუ ისმინე, რასა ეტყჳან იგინი უფალსა, ვითარმედ: „მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა“. ხოლო რომელნი ტანჯვასა აღიარებენ, მათ აღდგომაჲცა იციან და საშჯელი. ნუმცა უკუე განვარისხებთ ღმერთსა საქმითა ამით ბოროტითა, რაჲთამცა სხუათა მათ ბოროტთა ჩუენთა თანა აღდგომისაცა ურწმუნო ვიყვენით. რამეთუ ვითარცა სხუათა მათ საქმეთა ზედა დასაბამ ჩუენდა იქმნა ქრისტე, ეგრეთვე ამასცა ზედა, რამეთუ ამისთჳს „პირმშოდ შესუენებულთა“ ეწოდების მას. უკუეთუმცა კულა არა ყოფად იყო აღდგომაჲ, ვისიმცა პირმშოჲ იყო, ვინაჲთგან აღდგომადმცა არავის ეგ...

სრულად ნახვა