თარგმანი: აქა განუსუენებდ სიტყუასა, სთქუა რაჲ, ვითარმედ: "კურთხეულ არს ღმერთი", და ეგრეთღა თქუ: "და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი"; რაჲთა ისწავო, ვითარმედ ჩუენი ღმერთი არს, ხოლო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს — მამაჲ. რამეთუ წმიდასა სახარებასა შინა ამითვე გულისჴმის-ყოფითა თჳთ თავადი იტყჳს: "აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო" (), რომლითა გუასწავებს, ვითარმედ მისი ბუნებით მამაჲ არს, ხოლო დაბადებულთაჲ — ბუნებით დამბადებელი.
2 Corinthians 1:3
...გარო!“** (). რადგან მეტად შემაძრწუნებელია ის სამსჯავრო და საშინელი; თუმცა ღმერთი მშვიდია, თუმცა ტკბილია. რადგან იგი იწოდება „მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ“ (), და კეთილია ისე, როგორც წერია: „არავინ არს სახიერ, გარნა ღმერთი მხოლოჲ“ (); და კიდევ: „ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე“ (); და არ სურს ცოდვილის სიკვდილი, არამედ მისი მოქცევა და სიცოცხლე: „არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი“ (). მაშ, საიდან, საიდან არის ის დღე ამოდენა შფოთით სავსე? „მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა“ (); „წიგნნი განეხუნეს“ (), ჩვენი საქმეების წიგნები; ეს დღე კი „შემწუელი ვითარცა თორნე“ მოდის (...
...ითა, არამედ აქუნდა ღმრთისამიერი ნუგეშინის-ცემაჲ, ვითარცა პავლე იტყჳს: „კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ, რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინის-ცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა“.
ხოლო შენ, კაცო, რაჟამს შეგემთხჳოს მცირე რაჲმე განსაცდელი, იწყი დრტჳნვად, ვითარმცა ყოველნი ჟამნი შენნი განსაცდელსა მას შინა გარდაგეჴადნეს, და მრავალთა მათ კეთილთა და ნუგეშინის-ცემათა ღმრთისათა, რომელნი მოუცემიან შენდა სიყრმით შენითგან, უმადლო იქმნი და მოვიწყე; რამეთუ ესე საქმე არს კაცთა უგუნურთა და უგულისჴმოთაჲ, რომელ-თა-ესე გუნებავს, რაჲთამცა დღითი-დღე სიხარულსა და განცხრომასა შინა ვიყვენით. ამისთჳსცა მცირედი თუ მწუხარებაჲ მოიწიოს, ყოველივე დავივიწყით და შევჰრაცხნით თავნი ჩუენნი, ვითარმცა სამარადისოსა მწუხარებასა შინა ვიყოფოდეთ, და არა გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ არა შესაძლებელ არს კაცისა მარადის მწუხარებასა შინა ყოფად. რამეთუ ესრეთ არს ცხორებაჲ ესე საწუთროჲსაჲ: არცა ესევითარი სადა იპოების საქმე, რაჲთამცა მარადის სიხარულსა შინა იყო და არასადამცა შეემთხჳა მწუხარებაჲ; არცა ესე შესაძლებელ არს, რაჲთამცა ყოვლადვე მწუხარებასა შინა ვინ...