მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 2:6

5. But if any have caused grief, he hath not grieved me, but in part: that I may not overcharge you all.6. Sufficient to such a man is this punishment, which was inflicted of many.7. So that contrariwise ye ought rather to forgive him, and comfort him, lest perhaps such a one should be swallowed up with overmuch sorrow.
2 Corinthians თავი 2
6. Sufficient to such a man is this punishment, which was inflicted of many.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა არა დაგიმძიმო თქუენ ყოველთა, კმა არს ეგევითარისა მის შერისხვაჲ ესე მრავალთაჲ (2,5-6).:

თარგმანი: ვითარ-იგი მწუხარებასა, ეგრეთვე სიხარულსა თჳსსა იზიარებს მათ, და ზოგად აღასუბუქებს სიმძიმესა, ვითარმედ: განაგდეთ ყოველთა ტჳრთი მწუხარებისაჲ, რომელი-იგი თქუენდაცა სამძიმარ არს, და უფროჲსღა მისსა, შერისხვაჲ და განგდებულებაჲ თჳსი, ესოდენისა მისგან სიმრავლისა. ხოლო კეთილად არასადა მოიჴსენებს სახელსა მისსა, რაჲთა არა სახელის-დებით განქიქებითა კუალად უმეტეს აღადგინოს მის ზედა რისხვაჲ იგი ერისაჲ.

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: კმა არს შერისხვაჲ ეგევითარსა მას, ნუ უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას (2,6-7).:

თარგმანი: ეშინოდა მოციქულსა, ნუ-უკუე რაჲ. იგი ქმნა იუდა, ქმნას მანცა, და ამისთჳს უბრძანებს, რაჲთა ნუგეშინის-სცენ და შეიწყნარონ.

თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ძმური შეგონება და ეკლესიური მშვიდობა:

...დინა „სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების“ (), და ჭრილობის მიმართ უგრძნობლად იყო (რადგან ეს არის უკუღმართობის უკიდურესობა). აი, სწორედ ასეთი ისე მოიდრიკა და დამცირდა, რომ პავლემ თქვა: „კმა-არს ეგევითარისა მის შერისხვაჲ ესე მრავალთაჲ“ (); „განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული.“ (). რადგან მაშინ ის ისე იყო, როგორც დანარჩენი სხეულისგან მოწყვეტილი ასო.

4. სიყვარულის გაცივება და ცხოვრების მოძღვრება

ხოლო ამის მაშინდელი საშიშროების მიზეზი ის გახლდათ, რომ მათთან ყოფნაც დიდ სიკეთედ მიაჩნდათ. როგორც ერთ სახლში მცხოვრებნი, ერთი მამის ქვეშ მყოფნი და ერთი ტრაპეზის მოზიარენი, ასე ცხოვრობდნენ მაშინ თითოეულ ეკლესიაში. მაშ, ასეთი სიყვარულიდან გამოვარდნა რაოდენი ბოროტება იყო? ახლა კი ერთმანეთთან ყოფნაც აღარ გვეჩვენება დიდ რამედ, რადგან როცა ერთად ვართ, ამას დიდად აღარ ვაფასებთ. რაც მაშინ სასჯელად ითვლებოდ...

სრულად ნახვა