მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 3:2

1. Do we begin again to commend ourselves? or need we, as some others, epistles of commendation to you, or letters of commendation from you?2. Ye are our epistle written in our hearts, known and read of all men:3. Forasmuch as ye are manifestly declared to be the epistle of Christ ministered by us, written not with ink, but with the Spirit of the living God; not in tables of stone, but in fleshy tables of the heart.
2 Corinthians თავი 3
2. Ye are our epistle written in our hearts, known and read of all men:
თავი გ̂. სულიერისა მის და საღმრთოჲსა სარგებელისა მისისათჳს, რომელნი ღირს იყვნენ, რომელთათჳს იტყჳს, ვითარმედ: წამებულ არს იგი ღმრთისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ არა წიგნ ჩუენდა თქუენ ხართა უფლისა მიერ? (3,2).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო თუ სხუათა მიერისა წიგნისა არა მოქენე ვართ საწამებელად თქუენდა მიმართ, არამედ თქუენცა კმა-გიყოფთ წიგნად საწამებელად სხუათა მიმართ, რომელი-ესე დიდ საქადულ არს მოძღურისა —კეთილად წარმართებულებაჲ მოწაფეთა მისთაჲ, და უფროჲსღა მაშინ, რაჟამს არა თავსა თჳსსა, არამედ უფალსა მიაჩემებდეს წარმართებულებასა მათსა.

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: წიგნ ჩუენდა თქუენ ხართ (3,2).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ უკუეთუმცა სხუათა ვიეთმე ვასწავლიდით, თქუენმცა მიგავლინენით, ესრეთ სარწმუნოდ გუყავთ.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლბ კითხვისათჳს საღმრთოთა წერილთაჲსა:

...ჲსა ასოჲთა წერილ არიან. არარაჲ არს სარგებელი, რამეთუ არა თუ ამისთჳს მოგუეცნეს წერილნი, რაჲთა წიგნთა შინა შთავწერნეთ, არამედ რაჲთა გულთა შინა ჩუენთა შთავწერნეთ, ხოლო წიგნთა ოდენ ქონებაჲ შჯულისა ჰურიათაჲსა არს, რამეთუ ჩუენ არა ფიცართა ზედა ქვისათა დასაწერელად მოგუეცა, არამედ ფიცართა ზედა გულისათა.

ხოლო ამასღა ვიტყჳ, არა თუ წიგნთა მოგებად გაყენებ, არამედ უფროჲსად მიხარის ამას ზედა, გარნა გევედრები, რაჲთა მას თანა გონებასაცა შინა შთავწერნეთ ძალნი და სიტყუანი წიგნთანი, რამეთუ უკუეთუ სახლსა, სადა სახარებაჲ იდვას, ვერ შევალს ეშმაკი, არა უფროჲსად სულსა, რომელსა შინა ძალი სიტყუათაჲ დამკჳდრებულ იყოს, შეეშინოსა შესლვად? და არა ოდენ ეშმაკი, არამედ ყოველივე ბუნებაჲ ცოდვისაჲ. წმიდა-ყავ უკუე სული შენი, წმიდა-ყვენ ჴორცნიცა ამათ საღმრთოთა სიტყუათა გულსა და პირსა შენსა დამკჳდრებითა, რამეთუ უკუეთუ ბოროტთა სიტყუათა მეტყუელებაჲ შემაგინებელ კაცისა არს, სულიერ-თა უკუე სიტყუათა წურთამან და კითხვამან არა განწმიდოსა სულიცა და პირი და დაამკჳდროს მას შინა მადლი სულისა წმიდისაჲ? რამეთუ საღმრთონი წერილნი წამალნი არიან სულისანი, განვკურნნეთ უკუე მათ მიერ სულნი ჩუენნი.

ამათ სიტყუათა მარადის გეტყჳ და თქუმად არა დავსცხრე. რამეთუ ვითარ არა ბოროტ არს,...

სრულად ნახვა