...ლაბანს ეუბნება: „არა თუმცა ღმერთი მამისა ჩემისა აბრაჰამისა იყო ჩემ თანა და შიში ისაკისი, აწ ცალიერი-მცა გამომავლინე მე" (); და კვლავ მოისმინე ღმერთიც, რომელიც ამბობს: „და ზედამდგომელ ვექმნე ქალაქსა მაგას ჴსნად მაგისა ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა" (). მაგრამ როდის? მაშინ, როცა ეზეკია მართალი იყო. რადგან, თუკი ლოცვებს ძალა ჰქონდა უკიდურესად უკეთურთათვისაც, რატომ არ თქვა ღმერთმა ეს მაშინაც, როცა ნაბუქოდონოსორი მოვიდა, არამედ ქალაქი გადასცა? იმიტომ, რომ ბოროტებამ მეტი ძალა მოიპოვა. კვლავ, თავად ამ სამუელმა ილოცა ისრაელიანთათვის და მიაღწია კიდეც; მაგრამ როდის? მაშინ, როცა თვითონ ისინიც სათნოდ ცხოვრობდნენ; სწორედ მაშინ უკუაქცია მტრები. „და რაღა საჭიროა, — იტყვის ვინმე, — სხვისი ლოცვა, როცა მე თვითონ სათნოდ ვცხოვრობ?" ნურასოდეს იტყვი ამას, კაცო....