...საქმ 14:22). და თავად ქრისტემ უთხრა მოწაფეებს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს" (). ნუ ვიწუხებთ ზედმეტად ჭირთა გამო, არამედ მოვისმინოთ პავლე, რომელიც ამბობს, რომ „ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნენ" (). ნუ შევშფოთდებით სულითა და ნუ სასოწარკვეთდებით, არამედ სიმტკიცითა და მოთმინებით ვიტანოთ ყველა უბედურება, ყურადღებას არა ჭირზე, არამედ აქედან მომდინარე სარგებელზე ვამახვილებდეთ, რადგან აქ სულიერი შემოსავალია. როგორც ისინი, ვინც სიმდიდრის დაგროვებას ისურვებს, საერო სარგებლით დაკავებულნი, სხვანაირად ვერ გაამრავლებენ თავიანთ ქონებას, თუ არა მრავალი საფრთხის განცდით ხმელეთზე და ზღვაზე (აუცილებლად ექვემდებარებიან ქურდებისა და ავაზაკების მზაკვრობებსა და თავდასხმებს) და მაინც სიამოვნებით ემზადებიან ყოველივეს ასატანად, მოგების მოლოდინში არაფერ მძიმეს არ გრძნობენ, — ასევე ჩვენც უნდა გვიხაროდეს და ვმხიარულობდეთ, ამგვარი გზით დაგროვებულ სიმდიდრესა და სულიერ შემოსავალზე ვფიქრობდეთ და — არა ხილულს, არამედ უხილავს ვუმზერდეთ, როგორც პავლე გვარიგებს და ამბობს: „რამეთუ არა ვხედავთ ჩუენ ხილულსა ამას, არამედ უხილავსა მას" (...
2 Timothy 3:12
11. Persecutions, afflictions, which came unto me at Antioch, at Iconium, at Lystra; what persecutions I endured: but out of them all the Lord delivered me.12. Yea, and all that will live godly in Christ Jesus shall suffer persecution.13. But evil men and seducers shall wax worse and worse, deceiving, and being deceived.
2 Timothy თავი 3