მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 12:5

4. And when he had apprehended him, he put him in prison, and delivered him to four quaternions of soldiers to keep him; intending after Easter to bring him forth to the people.5. Peter therefore was kept in prison: but prayer was made without ceasing of the church unto God for him.6. And when Herod would have brought him forth, the same night Peter was sleeping between two soldiers, bound with two chains: and the keepers before the door kept the prison.
Acts თავი 12
5. Peter therefore was kept in prison: but prayer was made without ceasing of the church unto God for him.
თავი ი̂ჱ. ჰეროდეს მიერ შეპყრობისათჳს პეტრესსა, და ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა, ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფვოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს (12,5).:

თარგმანი: ვინაჲთგან მოსალოდებელ იყო მსგავსადვე იაკობისსა მოკლვაჲ პეტრესიცა, ამისთჳს ყოველნი ეკლესიანი მორწმუნეთანი თჳსად-თჳსად ლოცვასა ჰყოფდეს და შევრდომით ითხოვდეს ღმრთისაგან ცხორებასა ტკბილისა მის და სახიერისა მოძღურისასა.

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მხნეობა, სიფხიზლე და წმინდანთა ლოცვა:

...ი ღირსნიც არ იყვნენ, უფრო ზუსტად კი — მისი თანასწორნიც არა; შენ კი ამბობ: „რად მჭირდება ლოცვა?“ პეტრეს არ უთქვამს: „რად მჭირდება ლოცვა?“ რადგან ნათქვამია: „ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს“ (); შენ კი ამბობ: „რად მჭირდება ლოცვა?“ სწორედ ამიტომ გჭირდება, რადგან გგონია, რომ არაფერი გჭირდება. პავლესავითაც რომ გახდე, ლოცვა მაინც გჭირდება. „ნუ აიმაღლებ თავს, რათა არ დამდაბლდე“3; არამედ, როგორც ვთქვი, თუ ჩვენ თვითონაც მოქმედნი ვართ, თქვენთვის აღვლენილი ლოცვებიც ნაყოფს გამოიღებს. მოისმინე პავლე, რომელიც ამბობს: „რამეთუ უწყი, ვითარმედ ესე მექმნას მე საცხორებელად თქუენითა ვედრებითა და შეწევნითა სულისა ქრისტე იესუჲსითა“ (); და კვლავ: **„თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს, რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი...

სრულად ნახვა