თარგმანი: ესე ჩუეულებად აქუნდა მოციქულთა, რამეთუ რაჟამს განძჳნდიან ვიეთნიმე, ჟამ ერთ მიჰრიდიან და კუალად მათდავე მიიქციან. პირველითა მით ამას გუასწავებდეს, რაჲთა ადგილ-ვსცემდეთ რისხვასა და არა შთავაგდებდეთ თავთა ჩუენთა განსაცდელთა, ხოლო მეორითა — ამას, რაჲთა არავის განვსწირვიდეთ ერთ გზის ურჩებისათჳს, არამედ კუალადცა ვეტყოდით სიტყუასა ღმრთისასა, ნუ-უკუე მრავალ გზის თქუმითა ოდესმე მოვაქციოთ ვინმე ღმრთისა მიმართ, ვითარ-ესე აწ ერთ გზის ლტოლვილნი კუალად მათვე ქალაქთა მიქცევითა მრავალთა მომაქცეველ ექმნებიან სარწმუნოებასა ქრისტესსა, და ჰლოცეენ მტკიცედ დგომად კეთილსა ზედა, რამეთუ რაჲ-იგი ახალ-მოქცეულთა მათ საძნაურ უჩნდა ჭირი და დევნულებაჲ, ამას მოციქულნი იტყოდეს ბჭედ სასუფეველისა; და მსგავსად სიტყჳსა მის საუფლოჲსა, ვითარმედ — იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი შეიყვანებს კაცთა ცხორებად საუკუნოდ, ესენიცა ჴმობენ, ვითარმედ მრავლითა ჭირითა და შრომითა საწუთროჲსაჲთა მივემთხუევით განსუენებასა საუკუნესა.
Acts 14:22
...2 თეს 1:5). ამიტომ ეს იმით კი არ ხდება, რომ უსამართლოდ მოქმედნი უფრო ძლიერნი არიან, არამედ იმით, რომ სასუფეველში ასე შესვლაა საჭირო. რადგან, ამბობს, „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა" (). „უკუეთუ სამართალ არს ღმრთისა მიერ მიგებად მაჭირვებელთა თქუენთა ჭირი, და თქუენ, ჭირვეულთა, ლხინი ჩუენ თანა გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ზეცით ანგელოზთა თანა ძლიერებისა მისისათა" ().
აქ ეს გამოთქმა ეჭვს კი არ გამოხატავს, არამედ „რადგან“-ის მნიშვნელობით დგას; ასე ვხმარობთ ჩვენც სრულიად აღიარებულსა და უეჭველ საქმეებზე, ანუ: ფრიად სამართლიანია. თუ ღმერთთან სამართლიანია ამათთვის სამაგიეროს მიგება, ამბობს, უთუოდ მიუზღავს კიდეც; თითქოს ამბობდეს: თუ ღმერთს ეს საქმეები ადარდებს, თუ ღმერთი ზრუნავს. ასე თვითონაც აღიარებულ საქმეზე ნათქვამივით იყენებს ამ გამოთქმას; თითქოს ვინმეს ეთქვას: თუ ღმერთს ბოროტნი სძულს....
...რადგან ვიცით ჩვენზე მზრუნველი უფლის კეთილი განგება, რომელიც არა იმიტომ გვიშვებს ჭირთა განცდას, რომ მიგვატოვებს, არამედ იმიტომ, რომ მოღვაწეობისთვის ბრწყინვალე გვირგვინით შეგვამკოს. ასე მიაღწია დიდებას ყველა წმინდანმა. ამიტომ მოციქულებიც ამბობდნენ: „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა" (). და თავად ქრისტემ უთხრა მოწაფეებს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს" (). ნუ ვიწუხებთ ზედმეტად ჭირთა გამო, არამედ მოვისმინოთ პავლე, რომელიც ამბობს, რომ „ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნენ" (). ნუ შევშფოთდებით სულითა და ნუ სასოწარკვეთდებით, არამედ სიმტკიცითა და მოთმინებით ვიტანოთ ყველა უბედურება, ყურადღებას არა ჭირზე, არამედ აქედან მომდინარე სარგებელზე ვამახვილებდეთ, რადგან აქ სულიერი შემოსავალია. როგორც ისინი, ვინც სიმდიდრის დაგროვებას ისურვებს, საერო სარგებლით დაკავებულნი, სხვანაირად ვერ გაამრავლებენ თავიანთ ქონებას, თუ არა მრავალი საფრთხის განცდით ხმელეთზე და ზღვაზე (აუცილებლად ექვემდებარებიან ქურდებისა და ავაზაკების მზაკვრობებსა და თავდასხმებს) და მაინც სიამოვნებით ემზადებიან ყოველივეს ა...