...ამ ბრძოლის საზრდო და ასეთი მეომრების იარაღი კი საღვთო წერილთა მოსმენაა. ვინც ამით არ ტკბება, შიმშილით ილევა. რადგან ამბობს: მივცემ მათ „არა სიყმილი პურისაჲ, არცა წყურილი წყლისაჲ, არამედ ანუ სიყმილი სმენად სიტყუა უფლისაჲ“ ().
ამრიგად, აქაც, როგორც ხილულ ბრძოლებში, ზეგარდამო შეწევნა გვჭირდება. რადგან ამბობს: „არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა. ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თჳსითა არა განერეს“ (). ასე მართლაც მრავალნი მტრებს უკუაქცევდნენ, რადგან წინ მიუძღოდათ ლოცვები, რომლებიც მტრულ რაზმებს ამხობდნენ. „წყალობაო ჩემო და შემწეო ჩემო, და მჴსნელო ჩემო“ (). ხედავ, კვლავ როგორ ითხოვს, ღვთის კაცთმოყვარეობით ცხონდეს? უფრო მეტიც, აქ სხვა რამესაც მიანიშნებს....