...არამედ დაფარულსა გონებისა მათისასა განიცდიდა გამოცხადებითა ღმრთისაჲთა და ზუაობასა მათსა და სიქადულსა დაამჴობდა, ვითარცაიგი პირველ ესაია ქმნა, რომელი-იგი მთავრად სოდომელთა უწესს მათ და ერად გომორელთა. და სხუაჲ წინაწარმეტყუელი იტყჳს: „არა შვილნი ჰინდოთანი თქუენ ხართა?“ და ყოველნივე ესრეთ აყუედრებენ მათ. არამედ წინაწარმეტყუელნი ცოდვასა შინა ყოფისა მათისათჳს იტყოდეს ესევითარსაო, ხოლო აქა მოქცევასა შინა იხილვებიან და სარწმუნოებასა, რაჲსათჳს უკუე ესრეთ იტყჳს? ვითარცა ვთქუ, დაფარულსა მას გონებათა მათთასა ხედავს და ყოფადსა მას მათ მიერ ქრისტეს მიმართ განდგომილებასა მოასწავებს, ხოლო აწინდელსა ამას საქმესა ზედა არა აბრალებს, არამედ უფროჲსად აქებს მოსლვასა მას მათსა ნათლის-ღებად, რამეთუ არა თუ ესრეთ ჰრქუა, თუ: რად მოხუედით ჩემდა, არამედ უფროჲსად უკჳრს მოსლვაჲ იგი, თუ ვითარ უძლეს ფრიადისა მის უკეთურებისაგან განფრთხობად და სინანულისა მოჴსენებად, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რაჲ არს საკჳრველი ესე, ვითარ თქუენ მოიგონეთ მოსლვაჲ სინანულად, ნაშობნო იქედნის მსგავსთა მათ მშობელთანო და აღზრდილნო ყოვლითა სიბოროტითა, ვითარ იქმნა უცხოჲ ესე შეცვალებაჲ? ვინ მოალბნა ფიცხელნი ეგე გულნი თქუენნი, ვინ განჰმართნა განდრეკილნ...