მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Colossians 1:15

14. In whom we have redemption through his blood, even the forgiveness of sins:15. Who is the image of the invisible God, the firstborn of every creature:16. For by him were all things created, that are in heaven, and that are in earth, visible and invisible, whether they be thrones, or dominions, or principalities, or powers: all things were created by him, and for him:
Colossians თავი 1
15. Who is the image of the invisible God, the firstborn of every creature:
თავი გ̂. ქრისტეს მიერ გამოჴსნისათჳს და დაბადებისა და განახლებისა, შეერთებითა ღმრთეებისაჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ (1,15).:

თარგმანი: უცვალებელსა ხატსა იტყჳს და ერთარსსა მსგავსებასა ძისასა მამისა თანა, რამეთუ უხილავისა ხატი უხილავივე არს, თანა-დაუსაბამოჲ პირველ საუკუნეთა უჟამოდ და დაუწყებელად მისგან შობილი; მხოლოდშობილად და პირმშოდ; ესე იგი არს, უზეშთაესად და უმაღლესად ყოვლისაგან მოგონებისა და გამოთქუმისა დაბადებულთაჲსა, რამეთუ არცა პირმშოებაჲ იგი და არცა ხატ მამისა ყოფაჲ თანა-შეეტყუების ხატსა ამას და პირმშოებასა დაბადებულთასა.

წმიდისა ბასილისი: ხატსა იტყჳს არა უსულოსა, არცა ჴელით ქმნულსა, არცა ეგევითარსა, რომელიმცა მოიგონებოდა ჴელოვნებისაგან ანუ ღონისმიებისაგან კაცობრივისა, არამედ ხატსა ცხოველსა, უფროჲსღა თჳთ ცხორებასა, რომელი თავსა შორის თჳსსა შემოიკრებს ყოველსავე უცვალებელობასა და უნაკლულოებასა მამისა მსგავსებისასა, ხოლო უკუეთუ პირმშო ყოველთა დაბადებულთა და პირმშო მრავალთა შორის ძმათა იწოდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ესე ნუვის მიზეზ-სცემს უღმრთოებად, არამედ ისწავედ სახარებისაგან, ვითარ დედა და ძმა თჳსა უწოდს უფალი საქმითა სათნოებისაჲთა საკუთარ ქმნილსა, რომელმან ყოს ნებაჲ მამისა მისისა ზეცათაჲსაჲ; და ამათ ესევითართა ძმათა პირმშო არს, და უწინარეს ყოველთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...ცოჲ იგი დაუბადებელი ბუნებაჲ ვითარმცა ვინ იხილა? ამისთჳსცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელი არავინ იხილა, ვერცა ხილვად შემძლებელ არს“. გარნა რასა იტყჳთ, ნუუკუე მამასა ოდენ აქუსა ესე და ძესა არა? ისმინე მისივე პავლესი, ვითარმედ: „ხატი არს უხილავისა ღმრთისაჲ“. ხოლო უხილავისა ხატი უხილავივე არს, თუ არა, ვითარ იყოს ჭეშმარიტად ხატ მისა? ამისთჳსცა იტყჳს, ვითარმედ: „რომელი-იგი გამოჩნდა ჴორცითა“, რამეთუ გამოჩინებაჲ იგი ჴორცთაჲ იყო და არა ბუნებისა მის ღმრთეებისაჲ. და რაჲთა სცნა, ვითარმედ არა კაცთა მიერ ოდენ უხილავ არს, არამედ ანგელოზთა მიერცა, ამისთჳს დიდმან პავლე თქუა რაჲ, ვითარმედ: „ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა“, და მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „ეჩუენა ანგელოზთა“. ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ ანგელოზთაცა მაშინ ეჩუენა, რაჟამს ჴორცნი შეიმოსნა. ხოლო ამისა პირველ ვერ ჰხედვიდეს მას, რამეთუ მათდაცა უხილავ იყო ბუნებაჲ იგი.

უკუეთუ კულა იტყოდის ვინმე: და ვითარ იტყჳს უფალი: „ნუ შეურაცხ-ჰყოფთ ერთსაცა ამათ მცირეთაგანსა. გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ანგელოზნი მათნი მარადის ჰხედვენ პირსა მამისა ჩემისა ზეცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).:

...სანი. ხოლო სხჳთა ყოვლითავე ერთობაჲ იგი და სწორებაჲ წმიდისა სამებისაჲ განუყოფელ არს, და ამას შჯულიცა ბუნებითი გულისხმა-გჳყოფს, და წმიდანი წერილნი გუასწავებენ. რამეთუ იტყჳს მოციქული მხოლოდშობილისა ძისათჳს ღმრთისა, ვითარმედ: „ხატი არს უხილავისა ღმრთისაჲ“. ; ხატი არა თუ სახისა ჴორციელისაჲ, არამედ ღმრთეებისა და ყოველთა მათ დიდებულებისა ღმრთეებისათა, ხატი ძლიერებისაჲ, ხატი სიბრძნისაჲ, რამეთუ წერილ არს: „ქრისტე - ძალი და სიბრძნე ღმრთისაჲ“. ხოლო მეცნიერებაჲცა ნაწილი არს სიბრ-ძნისაჲ. აწ უკუე ვითარ ვინ იკადროს თქუმად, თუ სიბრძნესა ღმრთისასა მეცნიერებაჲ აკლს? ნუ იყოფინ ესე სიტყუაჲ ყოლადვე!

ანუ ვითარ მამამან, რომლისა მიერ შექმნნა საუკუნენი, ესე მცირე ნაწილი ჟამთაჲ - დღჱ იგი - არა აუწყა. დამბადებელი იგი ყოველთაჲ, „რომლისა მიერ ყოველივე იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა“, მცირესა ნაწილსა მის მიერ ქმნილთასა - დღესა მას აღსასრულისასა - ვითარმცა უმეცარ იყო. ნუ იყოფინ ესე, ნუ იყოფინ! არამედ ვითარცა ყოვლისავე დამბადებელმან და ყოვლისა მპყრობელმან ყოველივე უწყის და ყოველსავე მეცნიერ არს. ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ, და უწოდა სახელი მისი იესუ“ (1,25).:

...ირმშოჲ“, ვითარმცა იტყოდა, თუ: ძე, რომელი დასაბამითგან ესევითარი არა შობილ იყო ქუეყანასა ზედა, არამედ აწ იშვა პირმშოჲ და მხოლოდშობილი.

ეგრეთვე პავლეცა მოციქულმან სახელ-სდვა უფალსა პირმშოდ მამისაგან შობითა მით დაუსაბამოჲთა, რამეთუ იტყჳს: „რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ“; არამედ არა თუ ამით სიტყჳთა სხუასაცა ბუნებითსა ძმასა უფლისასა მოასწავებს. და კუალად იგივე პავლე იტყჳს უფლისათჳს: „რომელი-იგი არსო დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით“; არამედ არა თუ ეგრე გუასწავებს, თუ სხუაჲცა ვინ იპოა მსგავსად უფლისა შემმუსრველი ჯოჯოხეთისაჲ და მესამესა დღესა დიდებით აღდგომილი მკუდრეთით ძალითა მით ღმრთეებისაჲთა.

ამისთჳს უკუე ისმენდი მეცნიერებით და გრწმენინ ღმრთისმოყუარებით: პირმშო ეწოდა უფალსა მამისაგან, რამეთუ პირველ საუკუნეთა მხოლოჲ მხოლოდ მხოლოჲსაგან იშვა შობითა უცხოჲთა და მოუგონებელითა; პირმშო ეწოდა ქალწულისაგან, რამეთუ არასადა შობილ იყო კაცთა შორის დედაკაცისაგან უთესლოდ ყრმაჲ და შემდგომად შობისა დაეცვა დედაჲ ქალწულად; პირმშოჲ ეწოდა მკუდრეთით, რამეთუ მან ყო შემუსრვაჲ ჯოჯოხეთისაჲ და დაჰჴსნა ძალი სიკუდილისაჲ, რომელი ადამისითგან ვიდრე მისდამდე სუფევდა კაცთა ზედა. სამ...

სრულად ნახვა