მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Colossians 4:10

9. With Onesimus, a faithful and beloved brother, who is one of you. They shall make known unto you all things which are done here.10. Aristarchus my fellowprisoner saluteth you, and Marcus, sister's son to Barnabas, (touching whom ye received commandments: if he come unto you, receive him;)11. And Jesus, which is called Justus, who are of the circumcision. These only are my fellowworkers unto the kingdom of God, which have been a comfort unto me.
Colossians თავი 4
10. Aristarchus my fellowprisoner saluteth you, and Marcus, sister's son to Barnabas, (touching whom ye received commandments: if he come unto you, receive him;)
თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გიკითხავს თქუენ არისტარხოს, თანატყუე ჩემი (4,10).:

თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ, ვითარცა ტყუენი მიმოიყვანებოდეს პყრობილობასა მას შინა, მოციქული თანა მოწფებითურთ მისით.

თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ბარნაბას უნდა, რაჲთამცა იოვანე თანა-წარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოზ. ხოლო პავლე ჰლოცვიდა, რაჲთა რომელი-იგი განეყენა მათ პამფჳლიაჲთ და არა შეუდგა მათ საქმესა მას, არა წარყვანებად იგი. იყო უკუე მკსინვარებაჲ მათ შორის ვიდრე განშორებადმდე მათდა ურთიერთას. ბარნაბა თანა-წარიყვანა მარკოზ და განვიდა ნავითა კჳპრედ. ხოლო პავლე გამოირჩია შილა და განვიდა და მიეცა მადლითა ღმრთისაჲთა ძმათაგან და მიმოვიდოდა ასურეთსა და კილიკიასა და განამტკიცებდა ეკლესიათა (15,37-41).:

...ა წარიტანებს მარკოზს, ვითარცა სულმოკლესა და გამოუცდელსა, ამის შორიელისათჳს ტიმოთეს მიუწერს: "მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა" (), და მახლობელისა მიერ სხუათა მოიკითხავს, ვითარმედ: "გიკითხავს თქუენ არისტარხოს თანა-ტყუჱ ჩემი, და მარკოზ, ძმისწული ბარნაბაჲსი" (). ესრეთ უკუე ბარნაბა თჳსებითაცა ჴორციელითა მის თანა წარიტანა მარკოზ, და წიაღ-ჴდეს კჳპრედ. ხოლო პავლე გამოირჩია შილა, კაცი საკჳრველი, რომელსა სილოვანედცა სახელსდებს, თესალონიკელთა რაჲ მისწერდეს, და ესრეთ განვიდა და მიეცა მადლითა ღმრთისაჲთა ძმათაგან. ესე იგი არს, რამეთუ ილოცეს და შეჰვედრეს იგი ღმერთსა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ფრიად შემძლებელ იყო ლოცვაჲ ძმათაჲ სარგებელ ყოფად. ხოლო რაჲსათჳს არა ულოცეს ბარნაბასცა? — რამეთუ, ვითარ ვჰგონებ, პავლეს თანა მათცა სამძიმარ უჩნდა მისგან წარტანებაჲ მარკოზისი. ხოლო პავლე ფრჴივ ვიდოდა ჴმელით, რაჲთა სრბასა შინა ქადაგებისასა უმეტეს დააშუროს თავი თჳსი. ამისთჳს მიმოვიდოდა ასურეთსა, რამეთუ ასურეთი მრავალთა ნათესავთა ქუეყანისა სახელი არს, რომელი იწყებს ისსიკოჲსა წიაღით და მიიწევის ვიდრე ევქსინო პონტოდმდე, ამათ ეკლესიათა ასურეთისა და კილიკიისათა მოიხილვიდა პავლე, რომელთა შორის პირველ ექადაგა და მოექცინ...

სრულად ნახვა