მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Ephesians 5:3

2. And walk in love, as Christ also hath loved us, and hath given himself for us an offering and a sacrifice to God for a sweetsmelling savour.3. But fornication, and all uncleanness, or covetousness, let it not be once named among you, as becometh saints;4. Neither filthiness, nor foolish talking, nor jesting, which are not convenient: but rather giving of thanks.
Ephesians თავი 5
3. But fornication, and all uncleanness, or covetousness, let it not be once named among you, as becometh saints;
თავი ჱ̂. რაჲთა ღირსებით და სიწმიდით ვცხოვნდებოდით, და არა სიტყჳთ, არამედ საქმით ვამხილებდეთ სიბოროტესა და სულითა აღვივსებოდით, გალობითა და არა ღჳნითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო სიძვაჲ და ყოველი არაწმიდებაჲ გინა ანგაჰრებაჲ ნუცაღა სახელ-იდებინ თქუენ შორის, ვითარცა შუენის წმიდათა (5,3).:

თარგმანი: ზემოსა მას თავსა შინა ჯეროვნად წარმოთქუა გულისწყრომისათჳს და რისხვისა, სიმწარისა და სხუათა მიმდგომთა მათთა, ხოლო აწ იტყჳს გულისთქუმისა მიერ შობილთათჳს, სიძვისა და არაწმიდებისა და ანგაჰრებისა, რამეთუ ესეცა დაღაცათუ არა გუამთა, არამედ საფასეთა ტრფიალ არს. ამათ ესევითართა სახელისდებისაგანცა განგუაყენებს, რამეთუ ჴსენებაჲ ოდენ მათი აღმამრღუეველ არს გონებისა. ამითვე წესითა, შჯული პირველად ამას იტყჳს: "არა კაც-ჰკლა" (), რომელი გულისწყრომისა ნაყოფ არს, და მერმეღა — "არა იმრუშო" (), რომელი გულისთქუმისა ნაშობ არს; ხოლო ამათგან კრძალვაჲ და ძირითურთ აღმოფხურაჲ ამათი — არა ხოლო მსგავსებისა წმიდათაჲსა, არამედ თჳთ წმიდა-ქმნისაცა მომატყუებელ არს.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ:

...ა და სახიობანი შემზადნა საფრჴედ სულთა მათთჳს ქრისტეანეთასა. ხოლო პავლე გჳბრძანებს სივლტოლასა ამის ესევითარისაგან და იტყჳს, ვითარმედ: „სიძვაჲ და არაწმიდებაჲ ყოველი გინა ანგაჰრებაჲ ნუცა სახელ-ედებინ თქუენ შორის, ვითარცა-იგი შეჰგავს წმიდათა, და საძაგელებაჲ და სიტყუაჲ სიცოფისაჲ და ლაღობაჲ, რომელი არა ჯერარს“.

ხედავა, ვითარ სიძვაჲ და არაწმიდებაჲ და სიტყუანი სიცოფისა და განცხრომისანი ერთბამად აჴსენნა? რამეთუ იცოდა, ვითარმედ მშობელნი და ნაშობნი ერთმანერთისანი არიან ესე. ანუ არა ყოველი სიტყუაჲ საძაგელებისაჲ და ლაღობანი სიძვისანი ითქუმიანა სახიობათა და განცხრომათა შინა? და უძჳრესი ესე არს, რომელ ოდეს ესევითარი რაჲ თქუან გონებაცთომილთა მათ, მრავალთა განიცინიან და სიხარულის მიზეზ ქმნიან, რომლისათჳს ქვისა დაკრებაჲ ჯერ-იყო ესევითარისა მეტყუელთა მათ ზედა, ხოლო იგინი აქებენ და უფროჲსად გულსმოდგინე-ჰყოფენ მოკიცხართა მათ. ამისთჳსცა უმეტესისა სასჯელისა ღირს არიან, რამეთუ უკუეთუმცა არავინ მივიდოდა შესაკრებელსა მას ბოროტსა, არცამცა უბადრუკნი იგი ისწავლიდეს ჴელოვნებასა მას სულთა წარმწყმედელსა. ხოლო აწ გხედვიდენ რაჲ ყოველთა მოსწრაფებით მუნ მიმავალად, იგინიცა უმეტეს მოხარკე იქმნებიან განმრავლებად ბოროტისა მის ჴელოვნებისა; და გაქუს თქუენ ბრალი თქუენთა...

სრულად ნახვა