მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Ephesians 6:14

13. Wherefore take unto you the whole armour of God, that ye may be able to withstand in the evil day, and having done all, to stand.14. Stand therefore, having your loins girt about with truth, and having on the breastplate of righteousness;15. And your feet shod with the preparation of the gospel of peace;
Ephesians თავი 6
14. Stand therefore, having your loins girt about with truth, and having on the breastplate of righteousness;
თავი ი̂. მცნებაჲ სახისმეტყუელებითა აღჭურვისაჲთა ძალთა მიმართ და ჴელმწიფებათა ბნელისათა ძალითა ქრისტესითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. მტკიცედ უკუე დეგით (6,13-14).:

თარგმანი: ყოვლისავე ქმნასა თანა (ესე იგი არს ყოვლისავე მძლეობასა თანა) გუაწუევს სამარადისოდ დგომად და მტკიცედ დგომად; რამეთუ მრავალთა, შემდგომად ძლევისა მტერთაჲსა, კუალად თჳთცა დაცემაჲ შეემთხჳა უკრძალველ და უზრუნველ ქმნითა. ამისთჳს ნუვინ მიენდობვის ერთგზის გინა მრავალგზის დაკუეთებასა და ოტებასა საეშმაკოთა ვნებათასა, ნუცა ოდეს უზრუნველ იქმნების, არამედ სამარადისოდ დგეს, და მტკიცედ და განკრძალულად დეგინ, რამეთუ მრჩობლთა "დგომათა" მიერ დგომასა და განკრძალულად დგომასა გუასწავებს მოციქული ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

ეფესელთა მიმართ ებისტოლე თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: შეირტყენით წელნი თქუენნი (6,14).:

თარგმანი: პირველ ყოვლისა გულისთქუმათა განქარვებასა გუასწავებს, რამეთუ წელთა შინა არიან თირკუმელნი და მათ შინა არს გულისთქუმისა ძალი.

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ქრისტიანის ცხოვრება როგორც სულიერი ბრძოლა:

...ა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე."** ()? და კვლავ: „მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ." ()? და მაშინ არც ერთ მათგანს არ უთქვამს: რატომ გვაიარაღებ, როცა ომი არ არის?

რატომ გვიჩენ ამაოდ საზრუნავს? ჯარისკაცებს აბჯრით მოსავ, როცა დასვენება და მყუდროება შეიძლება? მაგრამ ვინმეს რომ ეს ეთქვა, უპასუხებდა: პირიქით, ომი რომც არ ყოფილიყო, ომის საქმეებზე ზრუნვა მაინც საჭირო იყო. რადგან ვინც მშვიდობისას ბრძოლის საქმეებზე ზრუნავს, ბრძოლის ჟამს საშიში იქნება; ხოლო ომის საქმეთა გამოუცდელი მშვიდობაშიც მეტად შეშფოთდება. რატომღა? იმიტომ, რომ იტირებს იმაზე, რაც აქვს, და რადგან მათ დაცვას ვერ შეძლებს, შეწუხდება. რადგან მშიშარასა და გამოუ...

სრულად ნახვა