მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Ephesians 6:9

8. Knowing that whatsoever good thing any man doeth, the same shall he receive of the Lord, whether he be bond or free.9. And, ye masters, do the same things unto them, forbearing threatening: knowing that your Master also is in heaven; neither is there respect of persons with him.10. Finally, my brethren, be strong in the Lord, and in the power of his might.
Ephesians თავი 6
9. And, ye masters, do the same things unto them, forbearing threatening: knowing that your Master also is in heaven; neither is there respect of persons with him.
თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და უფალნი ეგრეთვე ჰყოფდით მათდა მიმართ (6,9).:

თარგმანი: ვინაჲთგან არა ხოლო მონანი უფალთა, არამედ უფალნი მონათაცა ჰმსახურებენ, რამეთუ წინა-მოუმზადებენ მათ საზრდელსაცა და სამოსელსა, ამისთჳს მასვე ზემოწერილსა თუალუხუავობასა და სისწორესა უხუებისასა ეძიებს ამათგანცა, ხოლო შიშსა და ძრწოლასა, დაღათუ არა მონათა მიმართ, არამედ ღმრთისა მიმართ ქონებად ამცნებს.

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 16
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. მსახურთა მორჩილებიდან ღმრთის მსახურებამდე:

...რადგან ყველგან ვხედავთ, რომ იგი უფრო მონებს უბრძანებს, ვიდრე ბატონებს, მორჩილების წესებს უჩვენებს და მონებს დიდ ყურადღებას უთმობს. მათ, ერთი მხრივ, დიდი სიმშვიდით მორჩილებას შეაგონებს, ბატონებს კი მუქარის შეწყვეტას სთხოვს, როცა ამბობს: „შეუნდობდით რისხვასა“ (). და რატომ განაწესებს ამას? ურწმუნოთა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რადგან არ ჰქონდა მიზეზი, ელაპარაკა მათთვის, ვინც ყურადღებას არ აქცევს; მორწმუნეთა შემთხვევაში კი რისთვის? იმიტომ, რომ ბატონებისგან მონებს უფრო მეტი მიეწოდებათ, ვიდრე მსახურთაგან ბატონებს. რადგან სწორედ ისინი იხდიან ფულსაც და ზრუნავენ აუცილებელთა უზრუნველყოფაზე, სამოსზე და ყოველ სხვა საჭიროებაზე. ასე რომ, ბატონები მათთვის უფრო დიდ მსახურებას თავის თავზე იღებენ; სწორედ ამას მიანიშნა აქაც, როცა თქვა: „უფროჲსად ჰმონებდედ, რამეთუ მორწმუნენი არიან და საყუარელნი და ქველის საქმესა შემწენი“ ()....

სრულად ნახვა