...მცნებანი ღმრთისანი. ამისთჳსცა ისმინე წინაჲსწარმეტყუეელისაჲ, რომლისა საცნობელნი სულისანი წმიდა იყვნეს, რასა-იგი იტყჳს, რამეთუ: „ტკბილ არიანო სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა“. ; ; ეგრეთვე, უკუეთუ ჩუენცა განვიწმიდნეთ საცნობელნი სულთა ჩუენთანი და ვითხოოთ მჴურვალედ ღმრთისამიერი შეწევნაჲ, ვიწყოთ ყოვლისავე მცნებისა საქმედ, რაოდენ ძალ-გუედვას, და იხილოს რაჲ უფალმან გულსმოდგინებაჲ ჩუენი, მოგუცეს ძალი უმეტესისაცა წარმარ-თებად, ვიდრემდე მივიწინეთ მადლითა მისითა საზომსა მას სრულებისასა და ვიქმნეთ თანამოდასე მოშიშთა მისთა. რაჲ სიძნელე აქუს მოწყალებასა? ჭეშმარიტად არცა ერთი. აწ უკუე ადვილი ესე მცნებაჲ მოსწრაფებით აღვასრულოთ, და მერმე უძნელესთაცა აღსრულებად ფრიადი ძალი მოგუცეს უფალმან.
ვიცხოთ თავთა ჩუენთა ზეთი იგი წყალობისაჲ, რაჲთა წყლულებანი სულთა ჩუენთანი განიკურნენ და ნათელი ღმრთისაჲ მოგუეფინოს. ნუ იტყჳ, თუ: მას ვისმე ესოდენი შანთი აქუს ოქროჲსაჲ და არას მისცემს. რაჲ არს ესე შენდა, კაცო? უკუეთუ შენ სიგლახაკისაგან შენისა ჰყო მოწყალებაჲ, უფროჲსღა საკჳრველ იქმნე. რასა ჰხედავ სხუათა კაცთა? მიხედე უფალსა, მეუფესა მას დ...