მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Galatians 4:19

18. But it is good to be zealously affected always in a good thing, and not only when I am present with you.19. My little children, of whom I travail in birth again until Christ be formed in you,20. I desire to be present with you now, and to change my voice; for I stand in doubt of you.
Galatians თავი 4
19. My little children, of whom I travail in birth again until Christ be formed in you,
თავი ჱ̂. ვითარმედ საშჯელსა ქუეშე იყვნეს შჯულსა შინა მყოფნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის (4,19).:

თარგმანი: იხილე წყალობაჲ მამობრივთა ნაწლევთაჲ, რომელთა მიერ ფრიად უსალმობიერეს მუცელ-ქუმულთასა ჴმობს, ვითარმედ: დაღაცათუ განჰხრწენით ხატებაჲ და კუალად მოქენე იქმნენით ქრისტეს შემოსასა მას ნათლისღებისა მიერსა, სხუებრ — განახლებად, არამედ ეგრეთცა შვილად გიწოდ და სალმობასა მიდგომილისასა ვაჩუენებ თქუენთჳს სწავლითა და მოძღურებითა, ვიდრემდის კუალად განვაახლო თქუენ ზედა ხატებაჲ მეუფისა ჩემისა ქრისტესი.

კჳრილესი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვიდრე მუნ ჟამადმდე მელმის თქუენთჳს, ვიდრემდის დიდნი იგი და ზეშთა ბუნებისანი ხატნი ქრისტეს ღმრთეებისანი სიმტკიცით გამოისახნენ გონებათა შინა თქუენთა.

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტიმოთეს ნუგეში და შეურყეველი სარწმუნოება:

...რადგან შეიძლება შვილებიც იყვნენ, რომლებიც არ უყვართ; მაგრამ შენ ასეთი არა ხარ, ამბობს, და არც უბრალოდ შვილს გიწოდებ, არამედ საყვარელ შვილს. რადგან გალატელებსაც შვილებად უხმობს, მაგრამ მაინც მათ გამო სტკივა, როცა ამბობს: „შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად მელმის“ (). განსაკუთრებით კი, როცა საყვარელს უწოდებს, დიდ სათნოებას უმოწმებს მას. როგორ? რადგან როცა სიყვარული ბუნებისაგან არ არის, ის სათნოებიდან არის. ამრიგად, ჩვენგან შობილნი ჩვენთვის საყვარელნი არიან არა მხოლოდ სათნოების გამო, არამედ ბუნების აუცილებლობის გამოც; ხოლო ისინი, ვინც რწმენით არიან საყვარელნი, სხვა არაფრის გამო არიან ასეთნი, თუ არა სათნოების გამო; რადგან სხვაგვარად საიდან? და მით უმეტეს პავლესთან, რომელიც არაფერს აკეთებდა მიკერძოებით. სხვაგვარადაც, სიტყვებით „საყვარელ შვილს“, აჩვენებს, რომ მასთან არ მისულა არა იმიტომ, რომ მასზე განრისხებული იყო, უგულებელყოფდა მას ან ჰკიცხავდა....

სრულად ნახვა