ხედავ უფლის მოწყალებას? როცა მართალმა თქვა: „წარვწყმდები უშვილოდ", — და უკვე თითქოს სიკვდილის კარებთან მყოფმა, შვილების გაჩენის არანაირ შესაძლებლობას ვეღარ ხედავდა, ამ სულიერ განწყობაში წარმოთქვა სიტყვები: „ძე მასეკის, მონისა ჩემისა, დამიმკჳდრებს მე", — მაშინ უფალმა, მისი სულის აღდგენისა და გულის განმტკიცების სურვილით, გაანთავისუფლა დამთრგუნველი შიშისგან, აღამაღლა მისი აზრი როგორც აღთქმით, ისე თავად ნიჭის სიდიადით; ვარსკვლავთა სიმრავლეზე მინიშნებითა და შთამომავლობის იმავე სიმრავლის აღქმით, ნუგეშისმცემელი იმედები დაუბრუნა. მართალმა უფლის ამ აღთქმის მოსმენისას, ყოველი ადამიანური მსჯელობა განიშორა და, ვეღარც საკუთარ თავზე ყურადღებას აქცევდა, ვეღარც სარაზე, რომელიც აღთქმის აღსრულებას მრავალ დაბრკოლებას უქმნიდა, არამედ ყოველივე ადამიანურზე მაღლა ავიდა და იცოდა, რომ ღმერთს ძალუძს ზებუნებრივის მინიჭებაც, — ირწმუნა ნათქვამი სიტყვები, თავში არანაირი ეჭვი არ შეუშვა და რწმენაში არ შეირყა იმის მიმართ, რაც მას ეთქვა. აი, ჭეშმარიტი რწმენის ნიშანი: როცა აღთქმები ადამიანურ გაგებას აღემატება და ჩვენ მტკიცედ ვესავთ აღმთქმელის ძალას....
Genesis 15:6
...გამართლება? — ამისთვის ნეტარი მოციქული, გამალიელის ფერხთით აღზრდილი და სჯულში გულდასმით გაწვრთნილი, ამბობს: ნუ იფიქრებთ, უსირცხვილო იუდეველნო, რომ წინადაცვეთამ თავისთავად გაამართლა იგი; ჯერ კიდევ წინადაუცვეთელმა, მხოლოდ რწმენა გამოავლინა და უკვე გამართლდა: „ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ" (). მაშ, მას შემდეგ, რაც ღვთისდამი რწმენით გამართლება მიიღო, მიიღო წინადაცვეთის ნიშანი; და ჯერ ღმერთმა სახელს ასო დაუმატა, შემდეგ კი წინადაცვეთა უბრძანა, და ამით აჩვენა, რომ მხოლოდ დიდი სათნოებისთვის ირჩევს და თავისთან აახლოებს მართალს, ხოლო მის გამო — მის შთამომავლობასაც. და როგორც ადამიანები, რომლებიც მონებს ყიდულობენ, ხშირად სახელსაც უცვლიან, ტანისამოსსაც, და ყველაფერს აკეთებენ, რომ სხვა მონებისგან განასხვავონ ისინი, რომ ყოველივეთი ჩანდეს, ვის ეკუთვნიან, — ასევე ყოვლის უფალმა, სურდა რა აბრაამი სხვა ადამიანებისგან გამოერჩია, ასოს დამატებით აღნიშნა, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა, ხოლო წინადაცვეთით — რომ მისი ხალხი რჩეული იქნებოდა და მისგან წარმოშობილი შთამომავლობა სხვა ხალხებისგან განცალკევებული. მაგრამ თუ მათაც, თავიანთი სიბრმავის გამო, ჯერ კიდევ სურთ ხორციელი წინადაცვეთის დაცვა და ისინი არ ისმენენ პავლეს სიტყვებს: **„უკუეთ...
...გიეს. და ამისთჳს უვაღრეს არს სიქადული... ... ...ღმრთისა მიმართ და არა თავისა თჳსისა მიმართ. ამისთჳსცა მოციქულმან ... ... ...აბრაჰამისა სარწმუნოებით განმართლებაჲ შემო]იღო სიტყუაჲ საწამებელი წიგნისაგან დაბადებისა, ვითარმედ: "ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ" ().
მოციქულისაჲ: ხოლო მოქმედსა მას სასყიდელი იგი არა შეერაცხების მადლით, არამედ თანანადებით. ხოლო რომელი-იგი არა იქმნ და ჰრწამნ ხოლო განმამართლებელი იგი უღმრთოჲსაჲ, შეერაცხების სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ (4,4-5).
თარგმანი: განაცხადებს, ვითარმედ უმეტეს არს მადლით მინიჭებული განმართლებაჲ, რომელსა-იგი მიჰმადლებს სარწმუნოებაჲ უფროჲს საქმეთათჳს სასყიდლად მიცემულისა მის, რამეთუ ვინ არს ესოდენ ყოველსავე შინა უნაკლულოჲ სათნოებითა, რომელმან ყოვლითურთ ყოს ღმერთი თანამდებ თჳსსა, სრულებით მოქმედებითა ყოველთა მცნებათაჲთა. ხოლო სარწმუნოებით განმართლებული მადლით განმართლდების. და სადა ქრისტე მიჰმადლებდეს, უეჭუელად დიდთა მიჰმადლებს, ვითარ-იგი არიან: მადლი შვილებისაჲ, ძმა-ყოფაჲ ქრისტესი, მკჳდრ ღმრთისა ყოფაჲ, — რომელთაჲ-ამათ ოდესმცა უძლეთ მოგებად თჳსთა წარმართებათა მიერ! რამეთუ არა მცირე საქმე არს, რაჟამს ესოდენი სარწმუნოებაჲ აქუნდეს კაც...