ხედავ უფლის სახიერებას! ის მართალს არამხოლოდ უკვე აღსრულებული სათნოებისთვის აჯილდოებს, არამედ მომავალში მოსალოდნელისთვისაც. „უწყოდეს, — ამბობს, — ვითარმედ ამცნოს ძეთა მისთა". მე, ამბობს, წინასწარ ვიცი ამ მართლის განზრახვები და საზღაურითაც წინ ვუსწრებ. ასე უფალი ჩვენს ყველაზე ფარულ ზრახვებსაც იცნობს და, როცა ხედავს, რომ სათანადოდ გვსურს და ჯანსაღ აზროვნებას ვამჟღავნებთ, ხელს გვიწვდის, ჩვენი შრომის წინაც კი გვაჯილდოვებს, ამით უფრო მეტ მოშურნეობას გვიღვიძებს. და ეს ყველა მართლის ცხოვრებაში შეიძლება დავინახოთ. ადამიანური ბუნების სისუსტეს რომ იცნობს, იმისთვის, რომ მძიმე შრომაში სულით არ დავეცეთ, ხშირად შრომის შუაგულში გვაძლევს შეწევნასაც და ჯილდოსაც — შრომას გვიმსუბუქებს და მოშურნეობას გვიძლიერებს. „უწყოდეს, — ამბობს, — ვითარმედ ამცნოს ძეთა მისთა და სახლსა მისსა მის თანა და იცნან გზანი უფლისანი". არამხოლოდ მის შესახებ წინასწარმეტყველებს, რომ „ამცნოს", არამედ მისი შვილების შესახებაც — ისაკისა და იაკობის — რომ „იცნან გზანი უფლისანი". „გზანი უფლისანი", ანუ ბრძანებები, მცნებები. „ქმნად, — ამბობს, — სიმართლისა და...
Genesis 18:20
19. For I know him, that he will command his children and his household after him, and they shall keep the way of the LORD, to do justice and judgment; that the LORD may bring upon Abraham that which he hath spoken of him.20. And the LORD said, Because the cry of Sodom and Gomorrah is great, and because their sin is very grievous;21. I will go down now, and see whether they have done altogether according to the cry of it, which is come unto me; and if not, I will know.
Genesis თავი 18