დღევანდელი წერილის საკითხავში ბევრი სასარგებლო რამ არის ჩვენთვის მოცემული და გამოუთქმელი საუნჯე იმალება ამ მცირე სიტყვებში. ასეთია საღვთო გამონათქვამები: არა სიტყვათა სიმრავლეში, არამედ მოკლე გამოთქმებში შეიცავს დიდ სიმდიდრეს. მაშ, გამოვიკვლიოთ წერილის მითითებული სიტყვები და გულდასმით შევისწავლოთ ამჟამინდელი საკითხავის აზრი. აქ ჩვენ ახალ მაგალითებს დავინახავთ როგორც მამამთავრის დიდი სათნოებისა, ისე ღვთის საკვირველი კაცთმოყვარეობისა. „და იყო, — ამბობს წერილი, — შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ". რას ნიშნავს ეს სიტყვები: „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ?" შეხედე, როგორ სურს საღვთო წერილს თავად ამ სიტყვებითვე მართლის სათნოება გამოგვიცხადოს. ღვთისგან აბრაჰამზე მოვლინებული გამოცდის შესახებ თხრობის დაწყებამდე, წერილი წინასწარ გვანიშნებს თავად იმ დროს, როცა მამამთავარს ისაკის მსხვერპლად შეწირვის ბრძანება მიეცა, რომ შენ სრულად შეიცნო მამამთავრის დიდი მორჩილება და ის, რომ იგი არაფერს მიიჩნევდა ღვთის სათნოყოფაზე უმაღლესად. მაშ, რას ნიშნავს: „იყო შემდგომად სიტყჳსა ამის"? ისაკის შობის...
Genesis 22:1
...ედ უცხო არიან მისგან, რამეთუ რომელსა ზედა იგი მხიარულ იყო, ესენი მწუხარე იყვნეს. „ხოლო დღჱ ჩემი იხილა და განიხარაო“, დღესა მას ჯუარ-ცუმისასა იტყჳს, რომელი მან შეწირვასა მას ვერძისასა და ისაკისსა პირველ გამოსახა, რაჟამს შესწირვიდა ისაკს, და იხილა ვერძი იგი დამოკიდებული ნერგსა მას საბეკსა და განიხარა, რამეთუ იგი იყო სახჱ ქრისტეს ჯუარ-ცუმისაჲ. და მის დღისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „იხილა დღჱ ჩემი და განიხარა“, ესე იგი არს, იხილა რაჲ სახჱ ჯუარ-ცუმისაჲ. ხოლო ისმინე, რასა იგინი იტყჳან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერგასის წლისა არღა ხარ და შენ აბრაჰამ გიხილავსა? ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრე აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. აღიღეს ქვაჲ ჰურიათა, რაჲთა დაჰკრიბონ“ (8,57-59).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ აბრაჰამის უზეშთაესობაჲ გამოაჩინა? რამეთუ რომელსა უხაროდა ხილვად დღისა მისისა და დიდად უჩნდა ხილვაჲ მისი, საცნაურ არს, რამეთუ ვითარცა განმაცხოველებელისაჲ და ვითარცა უზეშთაესისაჲ აქუნდა დღჱ იგი, რამეთუ ვინაჲთგან იგინი იტყოდეს, ვი-თარმედ: „ხუროჲსა ძე არს“, და არარას სხუასა გულისხმა-ჰყოფდეს, ამისთჳს მცირედ-მცირედ აღიყვანებს მათ მაღლისა გონებისა მიმართ. ხოლო მათ რაჟამს ესმა, ვითარმედ...
...ა გამოსცდიდა მას, რამეთუ თავადმან იცოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად“ (6,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „გამოსცდიდა“? არაჲ ეგულებოდა მას თქუმად, რამეთუ ყოველივე პირველ ქმნისა და თქუმისა იცოდა. არამედ რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ძუელისაგან გულისხმა-ყავ, რამეთუ მუნ იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი გამოსცდიდა აბრაჰამს“. არცა მუნ იტყჳს ამას, თუ შემდგომად გამოცდისა სცნობდა საქმისა მის აღსასრულსა, თუ უსმინოს ანუ არა. ნუ იყოფინ! რამეთუ ვითარმცა ეგებოდა ესე მისთჳს, რომელმან ყოველივე პირველ ყოფისა იცის? არამედ ორივე ესე კაცობრივ თქუმულ არს. რამეთუ ვითარცა რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „რომელი გამოეძიებს გულსა კაცთასა“, არა ამას იტყჳს, თუ არა იცის და ეძიებს ცნობად, არამედ მოასწავებს ჭეშმარიტსა მას მეცნიერებასა მისსა. ეგრეთვე ოდეს თქუას, თუ: „გამოსცდიდა“, არარას სხუასა იტყჳს, გარნა ამას, ვითარმედ იცოდა კეთილად და ენება, რაჲთამცა იგიცა გამოცდილ იქმნა და მტკიცე, და ვითარცა აბრაჰამ, ეგრეთვე ესე კითხვითა თჳსითა მოიყვანა უზეშთაესისა სასწაულისა მის გულისხმისყოფასა. ამისთჳსცა, რაჲთა არა უძლურებისათჳს სიტყჳსა ამის ბოროტი რაჲმე მოიგონო, თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „თავადმან იცოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად“. რამეთუ ს...
...ა: „თქუენ მამისა თქუენისა ეშმაკისაგან ხართ და გულისთქუმაჲ მამისა თქუენისაჲ გნებავს ყოფად. იგი კაცისმკლველი არს დასაბამითგან“. გარნა ფინეზ კაცისმკლველ იქმნა, და შეერაცხა მას სიმართლედ; და კუალად აბრაჰამ შვილისა თჳსისა დაკლვად ჴელი მიყო, და შეერაცხა სიმართლედ; და პეტრე მოციქულმან ანანია და სამფირა მოკლნა, და იქმნა საქმე იგი კეთილ და სულიერ.
სწავლაჲ იზ ფიცისათჳს
ამისთჳს გეტყჳ, რაჲთა არა ესრეთ უმეცრებით გულისჴმა-ვჰყოფდეთ საქმეთა, არამედ ჟამსა და მიზეზსა და განყოფილებასა პირთასა და სხუასა ესევითარსა ყოველსავე გამოვეძიებდეთ, რაჲთა ესრეთ მივეწინეთ ცნობად ჭეშმარიტებისა და ვისწრაფოთ გარდამატებად საქმეთა მათ ძუელისა შჯულისათა, უკუეთუ გსურის მიმთხუევად სასუფეველსა ცათასა, ვითარცა ბრძანებს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ არა გარდაემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“.
ხოლო აწ არიან ჩუენ შორის მრავალნი, რომელნი არა თუ გარდამატებულსა ოდენ არა იქმან, არამედ ნაკლულევანცა არიან ძუელისა მის წესისაგან, რამეთუ არა ხოლო თუ ფიცისაგან არა ივლტიან, არამედ...