„ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი" (). შენიშნე, როდის მოხდა ეს. ურჩობის შემდეგ, სამოთხიდან განდევნის შემდეგ — მაშინ იწყება საქორწინო ცხოვრება. ურჩობამდე (პირველი ადამიანები) ანგელოზებივით ცხოვრობდნენ და თანაცხოვრებაზე საუბარიც არ იყო. და როგორ შეიძლებოდა, როცა ხორციელი საჭიროებებისგან თავისუფალნი იყვნენ? ამრიგად, თავდაპირველად ცხოვრება ქალწულებრივი იყო; ხოლო, როცა (პირველი ადამიანების) უზრუნველობით ურჩობა გამოჩნდა და (სამყაროში) ცოდვა შემოვიდა, ქალწულება მათგან გაფრინდა, ვინაიდან ასეთი დიდი სიკეთის უღირსნი გახდნენ, და მის ნაცვლად ქორწინების კანონი შემოვიდა ძალაში. დაფიქრდი, საყვარელო, რა დიდია ქალწულების ღირსება, რა მაღალი და მნიშვნელოვანია ეს მდგომარეობა, როგორ აღემატება ადამიანურ ბუნებას და ზეგარდმო შემწეობას საჭიროებს. რომ ქალწულების ამრჩევნი, სხეულში მყოფნიც კი, უსხეულო ძალთა მსგავსად ცხოვრობენ, მოისმინე ქრისტეს სიტყვები, სადუკეველთა მიმართ ნათქვამი. მათ, აღდგომის შესახებ კითხვა აღძრეს და (იესო ქრისტეს აზრი) რომ გაეგოთ, უთხრეს: „მოძღვარო! ჩვენს შორის იყო შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო,...
Genesis 4:2
...ამიტომ დედაც, ამ ძეს სახელის დარქმევისას, მადლიერებით არქმევს და ბავშვის შობას არა ბუნებასა და საკუთარ მშობიარობის უნარს მიაწერს, არამედ ღვთის ძალას, რომელმაც ბუნება შობისკენ აღძრა, და ამბობს: „და უწოდა სახელი მისი სით მეტყუელმან: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ" (). შეხედე, რა ზედმიწევნითობაა სიტყვებში. არ თქვა: მომცა მე ღმერთმა, არამედ — „აღმიდგინა", ესე იგი, აღმიდგინაო. შენიშნე, როგორ ამ გამოთქმით უკვე მაშინ, თუმცა არა ცხადად, აღდგომის საწყისებზე მიუთითებს. ის თითქოს ამბობდა: გარდაცვლილის ნაცვლად აღმიდგინა ესო. თუმცა ის, ამბობს, ძმის ხელით მიწაზე დაეცა და სიკვდილს დაემორჩილა, მაგრამ ღვთის ძალამ დაცემულის ნაცვლად ეს აღადგინა. რადგან აღდგომის დრო ჯერ არ მოსულიყო, ღმერთმა არა დაცემული აღადგინა, არამედ სხვა მის ნაცვლად, ამიტომ ამბობს ევა: „რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ". ნახე ცოლის მადლიერება? ნახე უფლის კაცთმოყვარეობა, რომ სწრაფად მისცა მათ (ადამსა და ევას) ნუგეში? მივბაძოთ ყველანი ევას და ყოველივე ზეგარდმო მადლს მივაწეროთ, რადგან, თუმცა ბუნება მოქმედებს, მაინც არა თავისი ძალით, არამედ შემოქმედის ბრძანებას მორჩილი. და ნურასოდეს ჩივიან ცოლ...
...-24)
ყურადღება მიაქციე წერილის ზედმიწევნითობას. მან გადმოგვცა როგორც ლამექის ცოლისგან შობილ ძეთა სახელები, ისე ისიც, რა საქმიანობა ჰქონდათ; კერძოდ, რომ ერთმა მეცხვარეობა აირჩია, ხოლო მეორემ სანთური და ქნარი გამოიგონა. „ხოლო სელა, — ამბობს, — შვა, მან-ცა თობალ და იყო კუერით ხუროჲ, მჭედელი რვალისა და რკინისა" (). კვლავ (წერილმა) სელასგან შობილის საქმიანობაც აჩვენა და თქვა, რომ მან მჭედლობა აირჩია. შეხედე, როგორ ნელ-ნელა მოეწყობოდა კაცთა მოდგმის კეთილდღეობა. და პირველ ყოვლისა, კაინმა ქალაქი ააშენა და თავისი ძის სახელი დაარქვა. შემდეგ, ლამექის ძეთაგან ერთმა მეცხვარეობა აირჩია, მეორემ მჭედლობა, მესამემ სანთური და ქნარი გამოიგონა. „ხოლო დაჲ თობელისი, — ამბობს, — ნოემა" (იქვე). რა სიახლე და უცნაურობაა ეს! აი, ახლა წერილი პირველად ახსენებს ცალკე ქალს. არა უბრალოდ და არა უმიზეზოდ მოიქცა ასე ნეტარი წინასწარმეტყველი, არამედ, რათა აქედან რაღაც ფარულს გვაჩვენოს, თუმცა ამას სხვა დროისთვის გადავდებთ, ახლა კი რიგის მიხედვით გავაგრძელებთ; ეს შენიშვნა (ნოემას შესახებ) უმნიშვნელო არ არის, არამედ მნიშვნელოვან კვლევასა და ყურადღებიან განმარტებას საჭიროებს, რათა, ყოველივე დამაკმაყოფილებლად რომ ავხსნათ, აქედან დიდი სარგებლის მიღება შეგვეძლოს. **„და ჰრ...
...ისა. ამენ გეტყჳ თქუენ: მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა“ (23,35-36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან უძჳრეს ყოველთა სცოდეთ და არა შეიკდიმეთ პირველქმნულთა მათგან, ამისთჳს თქუენცა უძჳრესი შეგემთხჳოსო. არა გასმიესა, რასა იტყჳს ლამექ? ვითარმედ: „შჳდგზის შური იძია კაენისგან, ხოლო ლამექისგან - სამეოცდაათ შჳდგზის“. რაჲსათჳს-მე? არა თუ მან ძმაჲ მოკლა, არამედ ამისთჳს, რომელ პირქმნულისა მისგან სახისა არა შეშინდა. და ესე არს, რომელსა იტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „მივაგნეო ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავად მოძულეთა ჩემთა“. არა თუ რომელ-იგი სხუათა ცოდეს, მისთჳს სხუათამცა მიჰჴადა სასჯელი. ნუ იყოფინ! არამედ რომელთაიგი იხილნეს მრავალნი ცოდვათათჳს ტანჯულნი და არა შეიკდიმეს, არამედ მათვე საქმეთა მოქმედ იქმნეს, ღირს არიან მათისა მის სასჯელისა და უძჳრესისაცა მიღებად. ეგრეთვე ამათ ვინაჲთგან იცოდეს, თუ აბელისითგან ვიდრე აქამომდე რაოდენნი რისხვანი მოიწინეს კაცისმკლველთა ზედა, და თჳსითა პირითა წამებდეს: „უკუეთუმცა ვიყვენითო დღეთა მათ მამათა ჩუენთა, არამცა ვიყვენითო მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელ-თაჲსა“; და მერმე იქმნეს იგინი მკლველ უფლისა და მაცხოვრისა...