მაგრამ შეიძლება ვინმემ თქვას: საიდან აქვს ლამექს ასეთი დიდი წინასწარმეტყველების ნიჭი? ხომ წერილი არ ახსენებს, რომ სათნო და საკვირველი კაცი იყოო. ნუ გიკვირს, საყვარელო: ბრძენმა და გამოცდილმა უფალმა ხშირად უღირსებსაც მისცა უფლება, საკვირველი და დიდი საქმეები ეწინასწარმეტყველებინათ, და ეს არა მხოლოდ ძველ, არამედ ახალ აღთქმაშიც. ისმინე, რას ამბობს მახარებელი იუდეველთა მღვდელმთავარ კაიაფაზე: „ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ მღდელთ-მოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ და წინაწარმეტყუელა, რამეთუ ეგულებოდა იესუს მოსიკუდიდ ნათესავთათჳს. და არა ხოლო ნათესავთათჳს, არამედ რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად" (). კვლავ იპოვი, რომ მსგავსი რამ ბალაამთანაც მოხდა. (ისრაელის) ხალხის დასაწყევლად მოწვეული, არა მხოლოდ არ დაწყევლა, არამედ დიდი და საკვირველი რამ იწინასწარმეტყველა, არა მხოლოდ ამ ხალხის, არამედ მხსნელის მოსვლის შესახებაც (რიცხ 24). ნუ გიკვირს, რომ ახლაც ლამექი, ძეს სახელის დარქმევისას, ასეთ სახელს (ნოეს) არქმევს; ყოველივე ღმერთს მიაწერე, რომელიც ყველაფერს თავისი სიბრძნით წყობს. „და...
Genesis 5:32
მინდა დღეს გუშინდელი ტრაპეზის ნარჩენს შემოგთავაზოთ, მაგრამ ნუ შეწუხდები, საყვარელო, ნარჩენს რომ ისმენ. რასაკვირველია, ხორციელი საჭმელი დღე-ორ დღეში ხშირად ფუჭდება, უსიამოვნო და საკვებად უვარგისი ხდება, სულიერი ტრაპეზის შესახებ კი ამის შიში არ არის; პირიქით, რაც მეტი დრო გადის, მით მეტ სიამოვნებას იძენს და უფრო სასიამოვნო და გემრიელი ხდება. ასე რომ, ახლა საქმით შევასრულოთ გუშინ მიცემული პირობა, გადავიხადოთ სწავლების ვალი და ჩვენი პატიოსნება გამოვაჩინოთ. ეს სარგებელს არა მხოლოდ მიმღებთ მოუტანს, როგორც ჩვეულებრივი ვალის დროს ხდება, არამედ მეც, ვალის გადამხდელს. და რას ვამბობ: მეც, გადამხდელსო? ამ სულიერი ვალის თვისება ისეთია, რომ რაც მეტს იხდი, მით მეტად იზრდება და მით უფრო დიდ სიუხვესა და გამოუთქმელ სიმდიდრეს ანიჭებს როგორც გადამხდელს, ისე მიმღებს. ხედავ ვალის უჩვეულო თვისებასა და გადახდის განსაკუთრებულ სახეს? ასეთია სულიერი: როცა გასცემ, კიდევ უფრო მრავლდება და რაც მეტ ხალხს ეზიარება, მით უფრო იზრდება, ისე, რომ გამცემიც არანაირ დანაკლისს არ გრძნობს, პირიქით, მისი ქონება კიდევ მატულობს და მიმღებნიც უფრო მდიდარნი ხდებიან. თუ ასეთია...
...არეობის განსაკუთრებულ სიმაღლესაც და იმდროინდელ ადამიანთა ბოროტების დიდ გაძლიერებასაც. „ნოე იყო ექუსასთა წელთა". საღვთო წერილმა უმიზეზოდ კი არ გვითხრა მართლის წლების რიცხვი, და არა მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რამდენი წლისა იყო მართალი, არამედ იმიტომ, რომ მანამდე უკვე გვამცნო: „ნოე იყო წელიწადთა ხუთასთა" (). ხოლო ამ წლების რიცხვის შემდეგ, მოგვითხრო ადამიანთა მანკიერებისკენ ძლიერი მისწრაფების შესახებ, როგორ „შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (), რის გამოც ღმერთმა ბრძანა: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის... ყოფისათჳს მათისა ჴორც" (), ამ სიტყვებით მათ თავისი დიდი რისხვის წინასწარ აცნობებდა. შემდეგ, რათა მათ სინანულისა და რისხვის თავიდან აცილებისთვის საკმარისი დრო მიეცა, ამბობს: „იყვნენ ასოც წელ", ესე იგი, ხუთასი წლის შემდეგაც მოვითმენ, რადგან ეს მართალი ხუთასი წლის განმავლობაში არ წყვეტდა ყველას შეგონებას თავისი სახელითვე, და, მხოლოდ ისურვებდნენ მოსმენას, ურჩევდა ცოდვას მოშორებოდნენ და სათნოებისკენ მიქცეულიყვნენ. ამის მიუხედავად, ამბობს ღმერთი, ახლაც კიდევ ასოცი წლის მოთმინებას აღვუთქ...
...ე სამნი ძენი: სემი, ქამი, იაფეთი"**, — ნათქვამია. უმიზეზოდ არ მიუთითა საღვთო წერილმა მართლის ძეთა დროზეც და რიცხვზეც; არა, ამითაც მას სურდა ჩვენთვის, თუმცა არა პირდაპირ, ეჩვენებინა მისი სათნოების საკვირველი სიდიადე. ზემოთ მან თქვა, რომ „იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა", და მაშინვე დაუმატა: „და შვნა სამნი ძენი" (), გვასწავლის რა, რა საკვირველი იყო მისი თავშეკავება, თანაც ისეთ დროს, როცა იმ დროის ხალხი ასეთ აუზღუდაობასა და გარყვნილებას იყო მიცემული და ყოველი ასაკი, ასე ვთქვათ, ბოროტებისკენ იყო მიმართული. ხომ გსმენიათ, როგორ ამბობს საღვთო წერილი: „იხილა უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა" სიყრმიდანვე (), და ამით ნათლად გვიჩვენებს, რომ ჭაბუკნი ცდილობდნენ უღმრთოებაში ასაკით უფროსებს გადაეჭარბებინათ, მოხუცნი ჭაბუკებზე ნაკლებ არ უგუნურობდნენ, და ყველაზე უმანკო ასაკიც კი ძლიერად იზიდებოდა მანკიერებისკენ.
2. ნოეს თავშეკავება და ქვეყნის განხრწნა (6:12-13)
მაშასადამე, რათა ვიცოდეთ, როგორ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი ასეთ აღვირახსნილობასა და გარყვნილებას მისცემოდა, მართალი მარტო იღვწ...