მაგრამ, რათა არ ჩანდეს, რომ ჩვენც, ამაზე ბევრს რომ ვლაპარაკობთ, ტყუილად ვკარგავთ დროს, ამიტომ, საქმით რომ დაგიმტკიცეთ, საყვარელნო, ასეთი მოვლენის შეუძლებლობა, ახლა წინამდებარე სიტყვების ჭეშმარიტ აზრს გაგიხსნით, საღვთო წერილის ნათქვამს კიდევ ერთხელ წავიკითხავთ. „და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა, და ასულნი იშვნეს მათდა; ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს" (). უკვე ადრე გითხარით, რომ წერილს ადამიანების ძეებად ღმრთისა წოდების ჩვეულება აქვს. რადგან მათი მოდგმა სითისგან და მისი ძის, ენოსისგან წარმოდგებოდა („ამან იწყო ხადილად სახელისა უფლისა ღმრთისა"), ამიტომ მისი შემდგომი შთამომავლები საღვთო წერილში ძეებად ღმრთისა იწოდებიან, რადგან ისინი მანამდე წინაპართა სათნოებას ბაძავდნენ; ხოლო ძეებად კაცთა იწოდებიან ისინი, ვინც სითზე ადრე, კაინისგან დაიბადნენ და მისგან იწყებდნენ მოდგმას. „და იყო, — ამბობს წერილი, — რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა, და ასულნი იშვნეს...
Genesis 6:3
2. That the sons of God saw the daughters of men that they were fair; and they took them wives of all which they chose.3. And the LORD said, My spirit shall not always strive with man, for that he also is flesh: yet his days shall be an hundred and twenty years.4. There were giants in the earth in those days; and also after that, when the sons of God came in unto the daughters of men, and they bare children to them, the same became mighty men which were of old, men of renown.
Genesis თავი 6