მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Hebrews 13:17

16. But to do good and to communicate forget not: for with such sacrifices God is well pleased.17. Obey them that have the rule over you, and submit yourselves: for they watch for your souls, as they that must give account, that they may do it with joy, and not with grief: for that is unprofitable for you.18. Pray for us: for we trust we have a good conscience, in all things willing to live honestly.
Hebrews თავი 13
17. Obey them that have the rule over you, and submit yourselves: for they watch for your souls, as they that must give account, that they may do it with joy, and not with grief: for that is unprofitable for you.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სახარების ნიჭი და მღვდლობის პატივი:

...რვალენი უნდა იყვნენ. მაგრამ შვილებსაც შეჰფერით, მათ მიმართ შვილური სიყვარულით იყვნენ განწყობილნი. რადგან ამბობს: „დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ“ (). აბა მითხარი: იგი ამხელა საფრთხეზე აგებს პასუხს; შენ კი მისი მორჩილებაც არ გინდა, მაშინ როცა ეს შენთვის სასარგებლოა? რადგან თუნდაც თავის საქმეებს კარგად განაგებდეს, ვიდრე შენი საქმეები კარგად არ არის მოწყობილი, შფოთშია და ორმაგ პასუხს აგებს. დაფიქრდი, რა დიდი საქმეა თითოეულ მართულზე პასუხისგება და შფოთვა. რამდენად დიდი პატივის მიგება გინდა? რამდენ მზრუნველობას, რომელიც ამ საფრთხეებს გაუწონასწორდება? მაგრამ ამის ტოლს ვერაფერს დაასახელებ; რადგან შენ ჯერ სული არ გაგიცია, ის კი თავის სულს შენთვის დებს.

და თუ აქ, როცა ჟამი მოუწოდებს, მას არ დადებს, იქ დაღუპავს მას; შენ...

სრულად ნახვა
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მოძღვართა პატივი და სიყვარულით მორჩილება:

...ა: „რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივის ღირს იყვნედ, უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა." (). ებრაელთა მიმართაც წერისას ამბობდა: „დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ" (); და აქაც კვლავ: „ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ" (). რადგან, როცა თქვა: „აღაშენებდით ურთიერთსა" (), რათა არ ეფიქრათ, რომ ისინი მოძღვართა ღირსებამდე აიყვანა, ამას დაურთო, თითქოს ამბობდა: თქვენც მოგეცით ნება, ერთმანეთი აღაშენოთ, რადგან შეუძლებელია მოძღვარმა ყოველივე თქვას. ამბობს: „მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი" (). და როგორ არ არის ეს უჯერო, ამბობს? რას ამბობ?...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პვ ვითარმედ ჯერ-არს პატივის-ცემაჲ მღდელთაჲ:

...# სწავლაჲ პვ ვითარმედ ჯერ-არს პატივის-ცემაჲ მღდელთაჲ

ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ყოველთა, რაჲთა მადლი სულისა წმიდისაჲ ჩუენ თანა იყოს, და მღდელთა დიდითა პატივითა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ დიდ არს პატივი მღდელთაჲ, და მათ აქუს მადლი სულისა წმიდისაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „დაემორჩილენით მოძღუართა თქუენთა“. რამეთუ შენ ჰზრუნავ თავისა შენისა, და უკუეთუ შენ საქმენი შენნი ჰქმნნე კეთილად, სხუათათჳს არარაჲ ზრუნვაჲ გაქუს, ხოლო მღდელი დაღაცათუ თჳთ სათნო იყოს და შენსა ცხორებასა არაკეთილად განაგებდეს, უკეთურთა თანა გეჰენიად წარვალს; და მრავალგზის თჳთ კეთილად არნ და თქუენთა ცოდვათათჳს წარწყმდის, უკუეთუ ყოველი, რომელი მისდა ჯერ-იყოს ქმნაჲ მოსწრაფებისაჲ, არა ქმნას. ამისთჳს უკუე ჯერ-არს, რაჲთა პატივ-სცემდეთ მღდელთა, რამეთუ ესე მოასწავა მოციქულმან, ვითარმედ: „იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, რამეთუ სიტყჳსა თანააც მიცემაჲ“. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა პატივს-სცემდეთ, რამეთუ ესრეთ უმეტესად ძალ-უც მოსწრაფებაჲ თქუენთჳს; უკუეთუ თქუენ შეურაცხ-ჰყოფდეთ, ბოროტად ყოფაჲ არს საქმჱ თქუენი, და იგინიცა დაიჴსნებიან შეწევნად თქუენდა.

ისმინე უფლისაჲ, რასა იტყჳს, ვითარმედ: „საყდარსა ზედა მოსესსა დასხდენ მწიგნობარნი და...

სრულად ნახვა